კუმბე-მაიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუმბე-მაიოს არხი
იეროგლიფები

კუმბე-მაიო — უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს პერუში, ქალაქ კახამარკიდან 19 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 3. 300 მეტრზე. ეს ადგილი ცნობილია ჯერ კიდევ პრე-ინკამდელი წყლის არხით, რომელიც ხუთი მილის სიგრძეზეა გაჭიმული. ეს არხი წყალს აგროვებდა ატლანტის ოკეანის აუზში და გზავნიდა მას წყნარი ოკეანის სანაპიროებისაკენ. სავარაუდოდ, იგი ძვ. წ. 1500 წელს აშენდა და წარმოადგენს ადამიანის ხელით გაკეთებულ პირველ კონსტრუქციას მთელს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. სახელი კუმბე-მაიო შესაძლებელია მოდიოდეს კეჩუას ენიდან, სადაც kumpi mayu ნიშნავს კარგად გაკეთებულ წყლის არხს.

არხზე და მის სიახლოვეს არსებულ მღვიმეებში, აღმოჩენილია იეროგლიფები.

ეს მთიანი რეგიონი, ზოგადად ცნობილია, როგორც „ქვის ტყეები“, რადგან მთლიანად შედგება ვულკანური ქანებისაგან, რომელსაც ეროზიამ თავის კვალი დაამჩნია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]