პუკა-პუკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუკა-პუკარა

პუკა-პუკარა (კეჩ. puka - წითელი, pukara - ციხესიმაგრე) — ინკების სამხედრო დანიშნულების ნაგებობის ნანგრევები პერუში, კუსკოს რეგიონის პროვინცია კუსკოში, ქალაქ კუსკოს მახლობლად. ციხე ნაგებია ფართო კედლებით, ტერასებითა და კიბეებით. ინკების იმპერიის დროს პუკა-პუკარა ქალაქ კუსკოს თავდაცვის შემადგენელი ნაწილი იყო.

სახელი სავარაუდოდ კედლების წითელი ფერისგან მომდინარეობს. პუკა-პუკარა იმ სამხედრო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც ასევე ითავსებდა ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციებს.

დღეისათვის პუკა-პუკარა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.


პუკა-პუკარა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]