უაინა-პიქჩუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
უაინა-პიქჩუს ხედი მაჩუ-პიქჩუდან
უაინა-პიქჩუ (კეჩ – ახალგაზრდა მთა) — მთა პერუში. მის ძირში მიიკლაკნება მდინარე ურუბამბა. იგი მაღლიდან გადმოჰყურებს და ორ ნაწილად ჰყოფს ინკების დაკარგულ ქალაქს – მაჩუ-პიქჩუს. ინკებმა ამ მთაზე გზა გაიყვანეს და მის მწვერვალზე ააშენეს ტაძარი და ტერასები. უაინა-პიქჩუ ზღვის დონიდან 2 720 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაჩუ-პიქჩუზე 360 მეტრით მაღლა.
ადგილობრივი გიდების გადმოცემით, ეს მთა იყო უმაღლესი ქურუმისა და ადგილობრივი ქალწულების საცხოვრებელი ადგილი. ყოველ დილას, მზის ამოსვლის წინ, უმაღლესი ქურუმი ფეხით ჩადიოდა მაჩუ-პიქჩუში და ზარს რეკდა, რაც ახალი დღის დადგომის ნიშანი იყო. მთის კალთაზე, სიმაღლით მაჩუ-პიქჩუზე დაბლა, მდებარეობდა მთვარის ტაძარი, ერთ-ერთი მაჩუ-პიქჩუს არეალის სამ უმთავრეს ტაძართაგან. [1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ The Temple of the Moon. Peru Culture. წაკითხვის თარიღი: 2010-12-05.
|
|||||||