ხისკაირუმოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქეოლოგიური გათხრები ხისკაირომოკოში. 2002 წ.
ხისკაირუმოკოში აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი

ხისკაირუმოკოკოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი პერუში, ქალაქ პუნოდან სამხრეთით 54 კილომეტრზე. მდებარეობს ტიტიკაკას ტბის აუზში, ზღვის დონიდან 4 115 მეტრზე. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. 3000-1400 წლებში. 1994 წელს იგი აღმოაჩინა მარკ ალდენდერფერმა, როდესაც ის ფეხით მიუყვებოდა მდინარე ილავეს სანაპიროებს.

ობიექტის დასახელება მომდინარეობს კეჩუას სამი სიტყვის კომბინაციიდნ: "ხისკა" (პატარა), "ირუ" (ბალახის კონა), "მოკო" (პატარა ბორცვი).

ხისკაირუმოკო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კოლუმბამდელი პერუს ისტორიაში. აქ ამზადებდნენ უმაღლესი კლასის ნაკეთობებს, სარიტუალო ნივთებს, აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]