ლიაქტაპატა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიაქტაპატა

ლიაქტაპატა (კეჩ.Llaqtapata, "საფეხურების ქალაქი" ან "ტერასების ქალაქი") — ინკების იმპერიის ქალაქი პერუში. ლიაქტაპატა მდებარეობს მდინარე ურუბამბას ველზე კუსკოს რეგიონში, ქალაქ კუსკოდან ჩრდილო-დასავლეთით, 80 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 2 500 მეტრზე. ლიაკტაპატადან ჩრდილოეთით 15 კმ-ში მდებარეობს ინკების ცნობილი ქალაქი მაჩუ-პიქჩუ, რომლისგანაც განსხვავებით ლიაკტაპატა მდებარეობს არა მთის მწვერვალზე, არამედ უშუალოდ მდინარესთან.

ჩვენს დრომდე მოაღწია ლიაქტაპატას სახლების კედლებმა, რადგან ესპანელ კონკისტადორებს ქალაქი არ დაუნგრევიათ. ქალაქს ეკავა სტრატეგიული მნიშვნელობა ინკებისათვის და ის აკავშირებდა ერთმანეთთან ინკების საგზაო ქსელებს.

მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილი იყო სოფლის მეურნეობისათვის. აქ მოჰყავდათ კარტოფილი, სიმინდი და სხვა კულტურები. სიმინდისგან ინკები ამზადებდნენ სუსტ ალკოჰოლურ სარიტუალო სასმელ - ჩიჩას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]