ურუბამბის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ურუბამბას ხეობა)
ურუმბაბას ხეობა

ურუბამბას ხეობა – იგივე ინკების წმინდა ხეობა, მდებარეობს პერუს ანდებში, ინკების დედაქალაქ კუსკოს შემოგარენში და უძველესი წმინდა ქალაქის - მაჩუ-პიქჩუს დაბლა. ხეობა მოიცავს ტერიტორიებს პისაკსა და ოლიანტაიტამბოს შორის და მიუყვება მდინარე ურუბამბას, რომელიც ამ მონაკვეთში ასევე წმინდად იწოდება. აქ მთებიდან ჩამოედინება არაერთი მდინარე. ხეობა მოიცავს უამრავ არქეოლოგიურ ნანგრევს და სოფელს. ინკები ჯეროვნად აფასებდნენ ხეობის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და კლიმატს. ურუბამბას ხეობა მათი იმპერიის ბუნებრივი რესურსების მთავარ საბადოსა და სიმინდის (მაისის) მოყვანის მთავარ არეალს წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]