გრან-ვილაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრან-ვილაია — არქეოლოგიური კომპლექსი ჩრდილოეთ პერუში, უტკუბამბას ხეობაში. მოიცავს უამრავ ნანგრევსა და სხვა არქეოლოგიურ ნიმუშს.[1]

კომპლექსი 1985 წელს აღმოაჩინა და სახელი უწოდა ამერიკელმა მკვლევარმა ჯენ სავოიმ.[2] კომპლექსი მდებარეობს კუელაპის ციხე-სიმაგრის დასავლეთით და შედგება 15-30 ძირითადი და ასამდე მომცრო მონუმენტის ნანგრევებისაგან. როგორც დადგინდა, გრან-ვილაია ჩაჩაპოიას კულტურას მიეკუთვნება.

დადგენილია, რომ გრან-ვილაიას უფრო დიდ არეალზე წარმოდგენილია 5.000-მდე წრიული თუ მართკუთხა შენობა. ყველა მათგანი აშენებულია ადგილობრივი კირქვისაგან და უმეტესობაზე ამოტვიფრულია უამრავი სხვადასხვა ფუგურა: ადამიანი, გველი, კონდორი, პუმა.

გრან-ვილაიას დათვალიერების საშუალებას უამრავი ტურისტული სააგენტო იძლევა. შესაძლებლობა გაქვთ იაროთ ფეხით ან ცხენით და ტური დაასრულოთ კუელაპის ციხე-სიმაგრის მონახულებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (1992) Incas: lords of gold and glory. New York: Time-Life Books. ISBN 0-8094-9870-7. 
  2. (1992) Incas: lords of gold and glory. New York: Time-Life Books. ISBN 0-8094-9870-7.