ტამბო-კოლორადო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტამბო-კოლორადო, Tambo Coloradoინკების ეპოქის კარგად შემონახული თიხატკეპნილი შენობების კომპლექსი პერუს სანაპიროზე. ასევე ცნობილია კეჩუას ენაზე ალტერნატიული სახელით: პუკა-ტამბო (Puka Tampu), პუკაიაკტა (Pucallacta) ან პუკაუასი (Pucahuasi). მდებარეობს იკას რეგიონში, მდინარე პისკოს ხეობაში ქალაქ პისკოდან 40 კილომეტრში.

ნაგებობა აშენებულია XV საუკუნის ბოლოს საპა ინკა პაჩაკუტის დროს. წარმოადგენდა ინკების ადმინისტრაციულ ცენტრს და მთავარ საკონტროლო პუნქტს სანაპიროდან მთებისაკენ მომავალ გზაზე.

ტამბო-კოლორადოს საერთო ხედი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]