დასავლეთი თრაკია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თრაკია
Θράκη
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი რეგიონი
მოიცავს კსანტი
როდოპი
ევროსი
ადმინისტრაციული ცენტრი კომოტინი
მსხვილი ქალაქი ალექსანდრუპოლისი
შექმნის თარიღი 1920 საბერძნეთის მიერ ანექსია
ოფიციალური ენა ბერძნული
მოსახლეობა (2006) 368,993[1] კაცი
სიმჭიდროვე 43/კმ² კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა თრაკიელები
ფართობი 8,578 კმ² კმ²
თრაკია რუკაზე
ოფიციალური საიტი

დასავლეთი თრაკია ან უბრალოდ თრაკია (ბერძნ. Θράκη, თურქ. Batı Trakya, ბულგ. Западна Тракия) საბერძნეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარეებს მესტასა და მარიცას შორის. მაკედონიასა და ეპირუსთან ერთად მას არაფორმალურად 'ჩრდილოეთ საბერძნეთს' უწოდებენ. მას აღმოსავლეთი თრაკიისგან (რომელიც მდინარე მარიცადან იწყება და მოიცავს თურქეთის ევროპულ ნაწილს) განსასხვავებლად ასევე ბერძნულ თრაკიადაც მოიხსენიებენ. კიდევ არსებობს ჩრდილოეთი თრაკიაც, რომელიც ბულგარეთში მდებარეობს.

თრაკია დაყოფილია სამ პერიფერიად (ყოფილი პრეფექტურები): კსანტი, როდოპე და ევროსი.

დემოგრაფია[რედაქტირება]

თრაკიის დაახლოებითი ფართობია 8,578 კმ² ხოლო მოსახლეობა 368,993 (2006). მათგან ორ მესამედზე მეტი ორთოდოქსი ქრისტიანი ბერძენია, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 120,000 არის მუსლიმანური უმცირესობა. მათგან უმეტესობა (67%) არის თურქი, ხოლო დანარჩენი არიან პომაკები (მუსლიმანი სლავების ჯგუფი) რომლებიც ძირითადად რეგიონის მთიან მხარეში ცხოვრობენ. მცირე ეთნიკური ჟგუფი რომა ც (ბოშების ჯგუფი) სხვა მათი ეროვნების ადამიანებისგან განსხვავებით ძირითადად მუსლიმანურია. ცივი ომის დასრულების შემდეგ 1990-იან წლებში საბერძნეთმა განიცადა იმიგრაციის დიდი ტალღა, რომლებიც სამუშოს ძირითადად ურბანულ ტერიტორიებზე ეძებდნენ, თუმცა თრაკიას ეს პროცესები ნაკლებას შეეხო.

ქალაქი ბერძნული სახელი მოსახლეობა
(2001)
მუნიციპალიტის მოსახლეობა
(2001)
ალექსანდრუპოლისი Αλεξανδρούπολη 48.885 52.720
კომოტინი Κομοτηνή 43.326 52.659
ქსანტი Ξάνθη 45.111 52.270
ორესტიადა Ορεστιάδα 15.246 21.730
დიდიმოტიკა Διδυμότειχο 8.799 18.998

პოლიტიკა[რედაქტირება]

თრაკიის მუსლიმანური უმცირესობა თურქეთსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი იყო. თურქეთი რეგიონის ყველა მუსლიმანს მიიჩნევს თურქული უმცირესობის წარმომადგენლად. ხოლო საბერძნეთი განიხილავს ყველას როგორც განსხვავებული ეტნიკური წარმომავლობის რელიგიურ უმცირესობებს (ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში). ათენი არ აღიარებს თურქულ ან სხვა რომელიმე უმცირესობას ეთნიკურობის მიხედვით.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ბოლო წლებში თრაკიის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება. რამდენიმე მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია ჩმოყალიბდა რეგიონში. ეგნატიას გზას რომელიც რეგიონში მდებარეობს, მის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. ტურიზმი თანდათან ძალას იკრებს და წამყვანი ძალა ხდება რეგიონში. როდოპების მთიანეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების პოტენციალიც არსებობს.

სქოლიო[რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]