ცენტრალური საბერძნეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ცენტრალური საბერძნეთის პერიფერია.
ცენტრალური საბერძნეთი
Στερεά Ελλάδα
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი გეოგრაფიული რეგიონი
ცენტრალური საბერძნეთი რუკაზე

ცენტრალური საბერძნეთი (ბერძნ. Στερεά Ελλάδα) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოსმალთა ბატონობის დროს, ტერიტორია ცნობილი იყო როგორც რუმელია (ბერძნ. Ρωμυλία). ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება.

ცენტრალური საბერძნეთი 1987 წლის რეფორმამდე საბერძნეთის ადმინისტრაციული რეგიონი იყო, ამჟამად კი მისი ტერიტორია სამი პერიფერიის შემადგენლობაშია მოქცეული: უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ცენტრალური საბერძნეთის პერიფერიას, რომელიც მთლიანად ცენტრალური საბერძნეთის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიების შემადგენლობაშია.

ცენტრალურ საბერძნეთის პერიფერიაში შედის 6 ნომი:

პერიფერიის ცენტრია - ქალაქი ლამია.

გეოგრაფია[რედაქტირება]

მთები[რედაქტირება]

ცენტრალური საბერძნეთი ყველაზე მთიანი რეგიონია საბერძნეთში. ცხრილში მოცემულია უდიდესი მთები:

# მთები სიმაღლე (მ) ნომი
1 გიონა (მთა)
2,510
ფოკიდა
2 ვარდუსია (მთა)
2,495
ფოკიდა
3 პარნასი (მთა)
2,457
ფოკიდა, ბეოტია
4 ტიმფრისტოსი
2,315
ევრიტანია, ფტიოტიდა
5 ოეტა (მთა)
2,152
ფტიოტიდა

ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ოფიციალური საიტი