მდგრადი განვითარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარემოს დაცვის სამართალი

გარემოს დაცვის სამართალი
გარემოს დაბინძურების კონტროლი და გამოსწორება
წყალი
ჰაერის შესახებ
მავნე ნივთიერებები
რესურსების შენარჩუნება და დაგეგმარება
სოფლის მეურნეობა
ტყეები
მეცხოველეობა
ისტორიული ქალაქები
მინერალური რესურსები
ნავთობი და აირი
პარკები
იშვიათი სახეობები
წყალი
სახმელეთო დაგეგმარება და ინფრასტრუქტურა
დარღვევების მიმოხილვა
მუნიციპალური დაგეგმარება
ხმელეთის გამოყენება
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
მუნიციპალური დაგეგმარება
ენერგო ინფრასტრუქტურა
მუნიციპალური დაგეგმარება
გარემოს დაცვა
მსგავსი თემები

ადმინისტრაციული სამართალი
გაკოტრების შესახებ
კანონი ენერგიის შესახებ
სადაზღვევო სამართალი
საერთაშორისო სამართალი
ქვედა ტექსტი

მდგრადი განვითარებასაზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.[1]

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა 1995 წელს ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.[2]

შესავალი და ზოგადი განმარტებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიომრავალფეროვნების* კონსერვაციისათვის, რადგან ასე გამოყენებით

  1. მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ხალხისათვის რათა დაიცვან ბუნება.
  2. ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება.
  3. მდგრადი გამოყენება მოიცავს ამ რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას.
  4. მართვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი.
  5. დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს
  6. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის** წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.[3][4]

* ბიომრავალფეროვნება- გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში. ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში. **სეგრეგაცია- (ეკონომ.) სხვადასხვა კლიენტის, საშუალებისა და ოპერაციების დაყოფა

მდგრადი განვითრების პრინციპები და მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდგრადი განვითარების კონცეფცია უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:

  1. მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი რესურსები ბუნებაზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე.
  2. ცოცხალი რესურსებით საგებლობისას არ მიადგეს ზიანი ბიო მრავალფეროვნებას და დასახული იქნას გზები მისი აღწარმოების და გამრავალფეროვნებისა.
  3. უნდა მოიცავდეს რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო რისკები.
  4. არსებული რესურსების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება
  5. ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ მთავარი პრიორიტებების გაამოყოფა და სრულყოფა
  6. ტრადიციული ენერგორესურსების ნაცვლად ენერგო განახლებადი რესურსებით ჩანაცვლება შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების გზით. მდგრადი განვითარების ძირითადი მამოძრავებელ ძალად სწორედ განახლებადი ენერგეტიკა უნდა იქნეს მიჩნეული
  7. ბუნებრივი რესურსების კონსევაციის და გამოყენების ჰარმონიზაცია

რესურსების გამოყენების ნიმუში, რომლის მიზანია გარემოს დაცვისას ისე დააკმაყოფილოს ადამიანური საჭიროებები, რომ ეს საჭიროებები შესაძლოა მხოლოდ აწმყოში გვხდებოდეს, მაგრამ ასევე შესაძლოა მომავალ თაობებსაც გააჩნდეთ. ეს ტერმინი ბრუნდტლანდ კომისიის (Brundtland Commission) მიერ გამოიყენებოდა, რაც გახდა ყველაზე ხშირად ციტირებადი განსაზღვრება მდგრადი განვითარებისა, რომელიც „აკმაყოფილებს დღევანდელობის საჭიროებებს, მომავალი თაობების უნარიანობის კომპრომისირების გარეშე, რათა დააკმაყოფილოს მათი საკუთარი საჭიროებები“.

მდგრადი განვითარება აერთიანებს ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუქტიულობის საზრუნავს, კაცობრიობის მიმართ სოციალურ გამოწვევასთან ერთად. 1970-იან წლებში „მდგრადობა“ გამოიყენებოდა იმისათვის, რომ აღეწერათ ეკონომიკა „ძირითადი ეკოლოგიური უზრუნველყოფის სისტემების თანაფარდობაში“. ეკოლოგები მიუთითებდნენ „The Limits To Growth“ (სახელმძღვანელო) და წარმოადგენდნენ „მყარი მდგომარეობის ეკონომიკის“ ალტერნატივას, რათა მიექციათ ყურადღება გარემოს საზრუნავისადგმი.

მდგრადი განვითარების სფერო შესაძლოა კონცეპტუალურად დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: ეკოლოგიური მდგრადობა, ეკომონიმიკური მდგრადობა და სოციოპოლიტიკური მდგრადობა.

მდგრადი განვითარების მიზნები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

  1. ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიომრავალფეროვნების* კონსერვაციისათვის, რადგან ასე გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ხალხისათვის რათა დაიცვან ბუნება.
  2. ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება.
  3. მდგრადი გამოყენება მოიცავს ამ რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას.
  4. მართვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი.
  5. დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს
  6. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის** წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

მდგრადი განვითარება ბუნებასთან მიმართებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შეფასებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ რესურსებს, სამთამადნო ინფრასტრუქტურას. ბუნებრივი პირობებისა და ბუნებრივი რესურსების განსაკუთრებული სიუხვე და მრავალფეროვნება შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და ტერიტორიების ბუნებრივი პირობების თავისებურებებით, არამედ ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური მოვლენებითა და პროცესებით. ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი მოიცავს ბუნების, ჰავის, რელიეფის, ნიადაგების, წყლის საფარის, მცენარეული გეოლოგიური აგებულების, სასარგებლო წიაღისეულის, მათი მარაგების და ა.შ. დახასიათებასა და შეფასებას. წიაღისეულს ქვეყნის ეკონომიკისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია თუ რა სასარგებლო წიაღისეული გააჩნია ქვეყანას და როგორ გამოიყენება იგი.

განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნიათ ქვეყნებს, სადაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მთებს უკავია, ქვეყანა მდიდარია საკურორტო ადგილებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჰიდროენერგეტიკულ რესურსებსა და მინერალურ წყაროებს.

ეგზოგენურ ენერგორესურსებს მიეკუთვნება ისეთი განახლებადი რესურსები, როგორიცაა ჰიდრორესურსები, ქარისა და მზის ენერგია. დღეისათვის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია მიწის რესურსების ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა და ბუნების დაცვითი ღონისძიებების გატარება.

მდგრადი ეკოლოგიური განვითარება გულისხმობს ისეთი ეკონომიკური მექანიზმის შექმნას, რომელიც განაპირობებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სრულყოფას, ინოვაციური საქმიანობის ეკოლოგიურ-ეკონომიკური მექანიზმების შექმნას და ეკონომიკური ზემოქმედების სისტემის ფორმირებას წარმოების ეკოლოგიზაციაზე.

მაღალგანვითარებული მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკური ძლიერებისა და ეროვნული ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ახალი თანამედროვე დარგების შექმნითა და მრეწველობის დივერსიფიკაციით გამოირჩეოდა. სწრაფი ტემპით განვითარდა ელექტროენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა.

ეკოლოგიური პრობლემებები და მდგრადი განვითარების ეფექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლო მომავალში ტრანსპორტისათვის საწვავად წყალბადის გამოყენება შესაძლებელია იქცეს გადაწყვეტად დიდი ქალაქების უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემისა – გარემოს, უპირველეს ყოვლისა კი საჰაერო აუზის, დაბინძურებისა. საკმაოდ იაფი წყალბადის საწარმოებლად, რომელიც გამოყენებული იქნება საწვავად, აუცილებელია იაფი ელექტროენერგიის წყარო.ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი მზის სხივების ენერგია დედამიწის ზედაპირზე 1 კვტ/მ2 სიმკვრივით აღწევს. მისი წყალობით არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაქმნით არის ეკოლოგიურად სუფთა წყლისა და ქარის ენერგიები წარმოქმნილი. აღნიშნული ენერგიის აკუმულირებასა და ფართომასშტაბიან გამოყენებას ელექტრული ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავის სახით მთლიანად შეუძლია კაცობრიობის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნოლების დაკმაყოფილება.წყალბადის წარმოება შესაძლებელია წყლის თერმული დაშლის მეშვეობით, რომლისათვისაც სითბოს წყაროდ შეიძლება გამოყენებილ იქნას მზის ენერგია. სითბოს მიღება სარკეებისა და კონცენტრატების დახმარებით გაცილებით უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ელექტროენერგიის მიღება ნახევარგამტარული გარდამქმნელების საშუალებით. წყლის თერმოქიმიური დაშლა და ამ გზით წყალბადის მიღება საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი.

ბიომრავალფეროვნების მოსპობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატმოსფეროში მოხვედრილი ნივთიერებათა უმრავლესობა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ისინი ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი ორგანოებიდან. ნაწილაკების 50 % აღწევს ფილტვებში და ილექება. ორგანიზმში შეღწეული ნივთიერებები იწვევენ ტოქსიკურ ეფექტს. დადგენილია საკმაოდ კარგი სტატისტიკური კავშირი ჰაერის დაჭუჭყიანების დონესა და ისეთ დაავადებათა შორის, როგორებიც არის ზედა სასუნთქი ორგანოების დაავადება, გულის უკმარისობა, ბრონქიტი, ასთმა, პნევმონია, ფილტვების ემფიზემა და სხვა. ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთი მავნე ნივთიერებების უშუალო გავლენის შედეგებს ცოცხალ ორგანიზმებზე. CO ნახშირბადის ოქსიდის მაღალი კონცენტრაცია რომელიც აღემატება დასაშვებ ზღვარს იწვევს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, ხოლო ზოგჯერ სიკვდილსაც. ეს აიხსნება იმით, რომ CO ადვილად უერთდება ჰემოგლობინს. ამ შეერთების დროს წარმოიქმნება კარბოქსილგემოგლობინი, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას, გულის და ფილტვების მოქმედების გაუარესებას, თავის ტკივილს, სპაზმებს, სუნთქვის დარღვევასა და სიკვდილს. CO-ს გავლენა ორგანიზმზე ფასდება არა მხოლოდ მისი კონცენტრაციით, არამედ მისი მოქმედების ხანგრძლივობით ანუ ექსპოზიციით. კარბოკსილგემოგლობინის წარმოქმნის პროცესი შექცევადია. აირის შესუნთქვის შეჩერების შემდეგ იწყება მისი თანდათანობითი გამოსვლა სისხლიდან. განსაკუთრებით მავნე გავლენას ადამიანებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე ახდენს SO2 და SO3. მათი მოქმედებით აღინიშნება დაავადებულთა და სიკვდილიანობის სწრაფი ზრდა, მცენარეთა ფოთლების დაზიანება და სხვა. მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე უარყოფით გავლენას ახდენს რადიაქტიური ნივთიერებანი, ისინი დაშლის შედეგად მასაში კლებულობენ და უსასრულოდ დიდი დროის შემდეგ თეორიულად უნდა გაქრნენ. იმ დროს, რომლის განმავლობაშიც რადიაქტიური ელემენტის მასა მცირდება 2-ჯერ, ნახევარდაშლის პერიოდს უწოდებენ. სხვადასხვა ნივთიერების ნახევარდაშლის პერიოდი სხვადასხვაა და იცვლება რამდენიმე საათიდან, რამდენიმე მილიარდ წლამდე. განსაკუთრებით საშიშია ისეთი რადიაქტიური ნივთიერებანი, რომელთა ნახევარდაშლის პერიოდი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეა. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ რადიაციამ შეაღწიოს მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმში. კვების პროდუქტების საშუალებით რადიაქტიური ნივთიერებები ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, გროვდებიან და გარკვეული დოზის მიღწევის შემდეგ ზიანს აყენებენ მის ჯანმრთელობას. რადიაცით დასხივების სიმძიმე დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ შთანთქმულ ენერგიაზე. ამ ენერგიის ერთეულად მიღებულია 1 რადი. ის წარმოადგენს დასხივების დოზას, როდესაც ცოცხალი ნივთიერების ერთი გრამი შთანთქავს 10- ჯ ენერგიას. დადგენილია, რომ თუ ადამიანი მიიღებს დოზას – 1000 რადს, იგი იღუპება. 700 რადის შემთხვევაში სასიკვდილო შედეგია 90 %, 200 რადის დროს 10 %-ია, ხოლო 100 რადის შემთხვევაში ადამიანი ცოცხალი რჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად იზრდება მისი კიბოთი დაავადების და სრული პარალიზების ალბათობა.

სათბურის ეფექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობის შედეგად აჭუჭყიანებს ატმოსფერულ ჰაერს, რაც თავის მხრივ უარყოფითად უბრუნდება თვით ადამიანს. გარემოს დაბინძურების წყაროებს შორის პირველ ადგილზეა ნახშირბადების წიაღისეული. მათ მიეკუთვნება ნახშირი, ნავთობი და აირი. მათი წვის შედეგად გამოყოფილი ნარჩენები აჭუჭყიანებენ ატმოსფეროს და უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების თვალსაზრისით ახდენენ ფიზიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას. ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს რადიაქტიური ნივთიერებები, სითბური გაჭუჭყიანება (ტემპერატურის გაზრდა), ხმაური და დაბალსიხშირიანი ვიბრაციები. ქიმიურ ზემოქმედებას ახდენს თხევადი ნახშირწყალბადები, სარეცხი საშუალებები, პლასტმასები, პესტიციდები და სხვა სინთეთიკური ნივთიერებები, აზოტის და გოგირდის ნარჩენები, მძიმე მეტალები, ფტორის შენაერთები, მყარი მინარევები, ორგანული ნივთიერებები.

წარმოშობის მიხედვით ატმოსფერული ჰაერის გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებები იყოფა ბუნებრივი და ხელოვნური (ანთროპოგენური) წარმოშობის მინარევებად. ბუნებრივი წარმოშობის მინარევები ატმოსფეროში ხვდება ვულკანური მოქმედების, ნიადაგისა და მთის ქანების გამოფიტვის, ტყეების ხანძრის, მეტეორიტების წვის შედეგად. ანთროპოგენური წარმოშობის მინარევები წარმოიქმნება უპირველეს ყოვლისა საწვავის წვის პროცესში – შიდა წვის ძრავებში, თბოელექტრო სადგურებში, გამათბობელ სის ტემებში და აგრეთვე სამრეწველო და ყოფითი ნარჩენების წვის, ბირთვული აფეთქებების და სხვ. შედეგად.

ერთ წელიწადში ატმოსფეროში მოხვედრილი მსოფლიო სამრეწველო ყოფითი გამონაბოლქვების საერთო მასა დაახლოებით 600 გეგა ტონას შეადგენს. გასული საუკუნის განმავლობაში ატმოსფეროში მოხვდა 1,35 მეგა ტ კრემნიუმი, 1,5 მეგა ტ მიშიაკი, 1 მეგა ტ-ზე მეტი ნიკელი 0,6 მეგა ტ ცინკი. შემადგენლობის მხრივ ატმოსფეროში მოხვედრილ მინარევებს შორის განასხვავებენ აიროვანს, მყარს და თხევადს. ამასთან აიროვან ნივთიერებათა წილზე 90 % მოდის. მას მიეკუთვნება ნახშირბადის ოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, ნახშირწყალბადები. მყარ მინარევებზე-მტვერი, მძიმე მეტალები, მინერალები და ორგანული შენაერთები, რადიაქტიური ნივთიერებები მოდის დაახლოებით 10 %. თხევადი მინარევების მასა (გოგირდმჟავა) აიროვან და მყარ მინარევებს შორის ძალზე მცირეა. ატმოსფეროს ყველაზე გავრცელებული აირია ნახშირბადის ოქსიდი (CO). მისი ძირითადი მასა წარმოიქმნება სათბობის წვის შედეგად, ხოლო ძირითადი წყარო შიდა წვის ძრავაა. აშშ-ში ავტომანქანები ყოველწლიურად გამოაბოლქვებენ 120 მეგა ტონა ნახშირბადის ოქსიდს. მისი მაქსიმალური მნიშვნელობა წარმოიქმნება ძრავას გახურების პროცესში. მეორე, მასის სიდიდით, ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შორის გოგირდის დიოქსიდია (SO2). ის ძირითადად წარმოიქმნება ნახშირის წვის შედეგად. გამოთვლების თანახმად ყოველწლიურად ატმოსფეროში ხვდება 145 მეგა ტონა გოგირდის დიოქსიდისა. ამავე დროს ამ გამონაბოლქვების 70 % წარმოიქმნება ნახშირის, ხოლო 16 %-თხევადი სათბობის, ძირითადად მაზუთის წვის შედეგად. SO2-ის დაშლა ატმოსფეროში ხდება მასზე ულტრაიისფერი რადიაციის მოქმედების შედეგად, რაც განაპირობებს გოგირდის ანგიდრიდის (SO3) წარმოქმნას. გაჭუჭყიანებულ ნოტიონ ატმოსფეროში რეაქციების შედეგად წარმოიქმნება აგრეთვე გოგირდმჟავა (H2SO4). ატმოსფეროში ხვდება აგრეთვე გოგირდწყალბადი (H2S), რომელიც წარმოიქმნება ნიადაგის მიკროორგანიზმებში და ზღვის გარემოში. ბენზინისა და დიზელის წვის შედეგად შიდა წვის ძრავებში წარმოიქმნება აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი. აზოტის დიოქსიდი ატმოსფეროში რჩება დაახლოებით 3 დღეღამის განმავლობაში. წყლის ორთქლთან რეაქციის შედეგად ის გარდაიქმნება აზოტმჟავად და სხვა ნიტრატებად, რომლებიც, ნალექებთან ერთად, უბრუნდებიან ნიადაგს. აზოტის დიოქსიდი იშლება აგრეთვე ულტრაიისფერი რადიაციის ზემოქმედებად და გარდაიქმნება NO-დ. მისი დაშლა ხდება აგრეთვე მაღალი ტემპერატურების (600-ზე მეტი) დროს. ნახშირწყალბადის წარმოქმნის ძირითადი წყარო მცენარეებია, ანთროპოგენური წყარო-ავტოტრანსპორტი. ნახშირწყალბადებს მიეკუთვნება ნახშირბადის და აზოტის ოქსიდები. ატმოსფეროში, როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური პროცესების შედეგად ხვდება აგრეთვე მყარი ნაწილაკები, ანუ აეროზოლები. მათ განსხვავებული ფორმები აქვთ. გაჭუჭყიანების ძირითადი წყაროა საშენი მასალების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული მრეწველობა. კერძოდ ქანების ხერხვა კარიერებში, ცემენტის დამზადება და სხვა. მყარი ნაწილაკების დიდ რაოდენობას-ცინკს, სპილენძს, ტყვიას და ალუმინს გამოაბოლქვებს ფერადი მეტალურგია.

ავტოტრანსპორტის და ავიაციის განვითარებამ არსებითად გაზარდა მათგან გამონაბოლქვი აირების წილი ატმოსფეროში. შეფასებები გვიჩვენებს, რომ საშუალო რაოდენობის მოსახლეობის სამრეწველო ქალაქში ავტოტრანსპორტის წილზე მოდის გამონაბოლქვის საერთო მასის 30-70 %. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების 40 % მოდის მოძრავი წყაროების გამონაბოლქვზე, მათ შორის სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებზე, ორთქმავლებზე და საჰაერო ტრანსპორტზე. ძირითადი წილი მოძრავი წყაროებიდან ატმოსფეროს დაბინძურებაში მოდის ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე. აშშ-ში მათი ხვედრითი წილი შეადგენს 75 %-ს, თვითმფრინავების გამონაბოლქვისა – 5 % და ა.შ. ძირითადი გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებია ნახშირბადის ოქსიდი, ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები. ნახშირწყალბადებისა და ნახშირბადის ოქსიდის უდიდესი გამონაბოლქვი აღინიშნება ავტოტრანსპორტის დამუხრუჭებისა და თავისუფალი სვლის დროს, ხოლო აზოტის ოქსიდისა შეესაბამება დიდ სიჩქარეებს. საერთოდ ავტომობილები ძლიერ აჭუჭყიანებენ ჰაერს გაჩერებისა და დაძვრის დროს. დიზელის ძრავები შედარებით ეკონომიურია და გამოაბოლქვებენ ზოგიერთი ნივთიერების შედარებით ნაკლებ რაოდენობას, მაგრამ დიზელის ძრავა დიდი რაოდენობით გამოაბოლქვებს დაუწვავ ნახშირბადს, ამიტომ ისინი უფრო მეტად აჭუჭყიანებენ გარემოს და უფრო ცუდად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. თვითმფრინავის გამონაბოლქვები ნაკლებად მოქმედებენ ქალაქის ჰაერზე, ის ძირითად გავლენას ახდენს ჰაერის გაჭუჭყიანებაზე მხოლოდ აეროპორტის რაიონში. შეფასებულია, რომ საწვავის 42 % იხარჯება თვითმფრინავის გამოყვანაზე ასაფრენ ბილიკამდე და შეყვანაზე მისი დაჯდომის შემდეგ. ამ დროს დაუწვავი და ატმოსფეროში გამონაბოლქვი საწვავი გაცილებით მეტია ვიდრე მთელი ფრენის განმავლობაში. ზოგიერთი სიჩქარის თვითმფრინავები და კოსმოსური ხომალდები აჭუჭყიანებენ სტრატოსფეროს აზოტისა და გოგირდმჟავას მოქმედებით, აგრეთვე ალუმინის ოქსიდის ნაწილაკებით. ისინი უარყოფითად მოქმედებენ ოზონის ფენაზე და ჰაერის გლობალურ ტემპერატურაზე. ქლორ-ფტორ მეთანები, ფრეონი 11, ფრეონი 12, ისინი წარმოადგენენ აირს, რომლებიც წარმოიქმნებიან იმ აეროზოლური პრეპარატების აორთქლებისას, რომლებიც გამოიყენება თმების შესაღებად. აღნიშნული აირები ვრცელდებიან და ხანგრძლივად არსებობენ ტროპოსფეროში. ფრეონები აძლიერებენ სათბურის ეფექტს, გამოთვლების თანახმად დაახლოებით 2030 წელს ფრეონების გავლენის შედეგად ოზონის საერთო რაოდენობა შემცირდება 18 %-ით, ხოლო ქვედა სტრატოსფეროში 40 %-ით. ყოველივე ამის საბოლოო შედეგად, გლობალური მიწისპირა ტემპერატურა გაიზარდა 12-21 C°-ით. ატმოსფეროს მავნე გამჭუჭყიანებელთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე ხმაური, ის გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანზე, მისი გავლენა დამოკიდებულია მის ინტენსივობაზე, მის სპექტრალურ შედგენილობაზე და მოქმედების ხანგრძლივობაზე. ადამიანზე განსაკუთრებით მოქმედებს ხმაური 3000-5000 ჰერცი სიხშირის დიაპაზონით. ხმაური დამღუპველად მოქმედებს სასმენ აპარატზე, ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე და გულის მუშაობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზებგერითი თვითმფრინავების ხმაური, იგი იწვევს ხმის ტალღის დარტყმას და ვიბრაციებს აეროპორტის ახლოს განლაგებულ ბინებში. თანამედროვე ზებგერითი თვითმფრინავები გამოსცემენ ხმას, რომლის ინტენსივობაც გაცილებით აღემატება დასაშვებ ნორმებს.

განახლებადი ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლებადი ენერგია იყენებს ბუნებრივ რესურსებს და გეოთერმულ სითბოს. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები მოიცავენ მზის, ქარის, ჰიდროელექტრო (მცირე ჰიდროელექტრო სადგურების ჩათვლით) ენერგიას, ბიომასას და ბიოლოგიურ საწვავს ტრანსპორტისთვის.

გლობალური ენერგიის მოხმარების საბოლოო მონაცემების დაახლოებით 18 % განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის, 13 % – ტრადიციული ბიომასაზე (მაგ. ხის წვიდან). ჰიდროელექტრო ენერგია შემდგომ ადგილზე დგას – 3 %-იანი მაჩვენებლით. მათი გამოყენების ტექნიკური პოტენციალი ძალიან დიდია და სცდება ყველა სხვა არსებულ წყაროს.

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ხანდახან კრიტიკის საგანი ხდება ვითომდა ნაკლები სანდოობის ან უხილაობის გამო, თუმცა იზრდება განახლებადი ენერგიის ბაზარი. მთავრობები და ევროკავშირი ნახშირისა და ნავთობის წვის ნაცვლად იყენებენ განახლებად ენერგიას CO2-ის გამოყოფის შესამცირებლად. ამ გზით ხდება გლობალურად კლიმატური ცვლილების შეჩერება.

ევროკავშირის ქვეყნებმა იურიდიულად სავალდებულო სამიზნეები დასახეს განახლებადი ენერგიის გამოყენებისთვის ენერგიის გენერირების და ტრანსპორტის ბიოსაწვავისთვის. 2020 წლისთვის მათი მიზანია ენერგიის მოხამრების 20%-ს განახლებადი ენერგია შეადგენდეს. ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ქვეყანა სთავაზობს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ფინანსურ მასტიმულირებელ ინსტრუმენტებს ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლისთვის.

მზის ენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის „კოშკები“, რომლებიც იყენებენ მზის ბუნებრივ რესურსებს. ეს არის განახლებადი ენერგია.

მზე მასში მიმდინარე ბირთვული რექციების შედეგად გამოყოფილ ენერგიას ასხივებს. დედამიწამდე ამ ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს მზის ბატარეა მზის ბატარეა მზის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. მზის ბატარეა გამოიყენება თანამგზავრებზე, უკაცრიელ ადგილებში განლაგებულ მეტეოსადგურებსა და საკომუნიკაციო სადგურებზე, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და სხვა. მზის პანელები და წყლის გამაცხელებლები მზის გამოსხივების მიმღები სისტემები ჰელიოსისტემა შეგება 2 ძირითადი კვანძისაგან – გამოსხივების მიმღები და სითბოს აკუმულატორი. გამოსხივების მიმღები წარმოადგენს სპეციალურ რეზერვუარს ან მილების სისტემას, რომელიც შევსებულია წყლით, ან წყლისა და ანტიფრიზის ნარევით და თბება მზის სხივების ზემოქმედებით.

მზის ენერგიის გამოყენების დადებითი მხარეები:

  • ენერგიის განახლებადი წყაროა;
  • მზის ენერგიის სხვა ფორმის ენერგიებად გარდაქმნისას ადგილი არ აქვს გარემოს დაბინძურებას;
  • მზის პანელების დაინსტალირების შემდეგ მიღებული ენერგია უფასოა

მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები:

  • მზის პანელების მაღალი თვითღირებულება და შესაბამისად მაღალი ფასი;
  • ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ დღის სინათლეზეა შესაძლებელი;
  • მზის ენერგიიდან სხვადასხვა ფორმის ენერგიის მიღების ეფექტურობა დამოკიდებულია ამინდზე.

ქარის ენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარის ენერგია, როგორც სუფთა ბუნებრივი რესურსი.

თუ ქარის ტურბინას (ფრთიან ბორბალს) მივაერთებთ გენერატორთან, ქარის კინეტიკური ენერგია შეიძლება ელექტრო ენერგიად გარდავქმნათ. ასევე შესაძლებელია ტალღების ენერგიის გამოყენება გენერატორის ასამუშავებლად ქარის ენერგიის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოში. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო ექვს წელიწადში ქარის ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 4-ჯერ გაიზარდა და მიაღწია 70 000 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგურები გარდა გერნმანიისა, ესპანეთისა, აშშ-სა და სხვა მოწინავე ქვეყნებისა, აშენდა ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ეგვიპტე, სომხეთი და ა.შ. გერმანია, რომელიც დღეისათვის ლიდერია ქარის ენერგიის გამოყენებაში, 2020 წლისათვის ქარის ელექტროსადგურებზე გამოიმუშავებს მთლიანად გამომუშავებული ელექტროენერგიის 20%-ს. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც. ქარის ენერგეტიკის განვითარება მსოფლიოს ქვეყნებში პერსპექტიული ქარის ელექტროსადგურები სიმძლავრე –2000 მგვტ გამომუშავება -5000 მგვტ ქარის ელექტროსადგურების სავარაუდო გამომუშავება ქარის ელექტროსადგურების სავარაუდო გამომუშავება

ქარის ენერგიის გამოყენების დადებითი მხარეები:

  • არ აბინძურებს გარემოს;
  • განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე იაფია.

უარყოფითი მხარეები:

  • ქარი არასტაბილურია;
  • ქარის ელექტროსადგური ხმაურიანია;
  • ქარის ელექტროსადგური იკავებს დიდ ფართობს;
  • ქარის ელექტროსადგური ზიანს აყენებს ფრინველებს;
  • ქარის ელექტროსადგური აფერხებს ტელე და რადიოსიგნალებს.

ბიოსაწვავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიომასის ენერგია ბიომასის მრავალფეროვნებიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

  • შეშა;
  • სატყეო მეურნეობის ექსპლოატაციის ნარჩენები;
  • ხე-ტყის ინდუსტრიის ნარჩენები;
  • სოფლის მეურნეობის მოსავლის ნარჩენები;
  • აგროგადამამუშავებელი ინდუსტრიის ნარჩენები;
  • მეცხოველეობის ნარჩენები;
  • გამწმენდი მოწყობილობების ნარჩენები;
  • მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ბიომასის ენერგრტიკული პოტენციალის გამოყენების მეთოდები:

  • თერმოქიმიური;
  • პირდაპირი წვა სითბოს მისაღებად;
  • პიროლიზი;
  • აირით მომარაგება;

გათხევადება თხევადი სათბობის მიასღებად:

  • ბიოტექნოლოგიური;
  • მეთანური დუღილი;
  • ეთილური ფერმენტაცია;
  • ანაერობული ფერმენტაცია წყალბადის მიღებით;

ბიომასის პოტენციალი: ემისიების შემცირება და სუფთა ენერგიის წარმოება სოფლის მეურნეობა და ურბანული და სხვადასხვა ნარჩენები ემისიების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ნარჩენებისგან ქვეყნის გათავისუფლება ხელსაყრელია არა მხოლოდ საიტარული და ესთეტური თვალსაზრისით, არამედ ნარჩენებისგან ენერგიის მიღების და სუფთა განვითარების მექანიზმის გამოყენებით ემისიებით ვაჭრობაში მონაწილეობის თვალსაზრისითაც.

ბიომასის გამოყენებას ენერგეტიკაში აქვს შემდეგი დადებითი მხარეები:

  • ენერგიის განახლებადი წყაროა;
  • გავრცელებულია თითქმის მთელ ტერიტორიაზე;
  • მნიშვნელოვნად ამცირებს სათბური ეფექტის მქონე აირების ემისიას ატმოსფეროში;
  • იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები რეგიონებში.

ბიომასის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები:

  • ბიომასის წარმოქმნისთვის საჭიროა მიწის დიდი ფართობები;
  • ბიომასის, კონკრეტულად კი ტყის რესურსების ინტენსიურმა გამოყენებამ შესაძლოა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს;
  • ბიომასა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით არაგანახლებად (წიაღისეულ) საწვავთან შედარებით უფრო ძვირადღირებულია.

მატერიალების გადამუშავება და ხელახალი გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდგრადი განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს და უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკის განვითარებს ამ პრინციპების დაცვით. ყოველი ეკონომიკური პროექტი წინასწარ უნდა იქნეს შეფასებული მისი ეკონომიკური სარგებლიანობისა და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ მდგრადი განვითარების არსის და პრინციპების დაცვის ფარგლებში. სტრატეგიული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მთავარი პრიორიტეტების გამოყოფას, მის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დასაბუთებას და საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული განხორციელების ოპტიმალური გზების ძიებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთ შედეგიან პრიორიტეტად მიიჩნევა განახლებადი ენერგო რესურსების მახსიმალური გამოყენება (წყლის, მზის, ქარის, ზღვის ტალღების, გეო თერმული წყლების, ბიო მასის და სხვ). ეს განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისათვის, რამდენადაც მას გააჩნია უზარმაზარი ჰიდრო რესურსები, რომლის გამოყენების კოეფიციენტი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან მოკრძალებულია. ეს საკითხი მნიშვნელოვან აქტუალობას იძენს დღეს ქვეყნის აღმშენებლობის გრანდიოზული მაშტაბებიდან გამომდინარე, რაც შემდგომში აუცილებლად მოითხოვს უფრო მეტ ენერგო რესურსს. აღნიშნული მაგალით ასაბუთებს განვითარების სტრატეგიის იმ მთავარ მიზანს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსი, ჩაანაცვლოს მან ეკოლოგიურად არასასურველი პროდუქტი და მიიღოს მაღალი ეკონომიკური სარგებელი.

ეკონომიკური უსაფრთხოება ქვენის სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. იგი არის ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ეკონომიკური ზრდა, მწარმოებლურობის მაღალი დონე, ეკონომიკურ მოთხოვნილებათა ეფექტიანი დაკმაყოფილება, სახელმწიფო კონტროლი ეროვნული რესურსების მოძრაობასა და გამოყენებაზე და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვა საერთაშორისო დონეზე. ეკონომიკური უსაფრთხოების ობიექტია როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური სისტემა, ისე მისი შემადგენელი სექტორები და ელემენტები. ეკონომიკურ უსაფრთხოებას დიდწილად განაპირობებს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია მძლავრი ბიძგი მიეცეს ეროვნულ წარმოებას, რათა შემცირდეს უცხოურ პროდუქციაზე დამოკიდებულება.

როგორც გამოჩენილი ეკონომისტი გრეგორი მენქიუ აღნიშნავს, ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია ის, რომ „ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობა გააუმჯობესოს“. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ უპირატესობათა დანახვა, დაფასება და გამოყენება. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემუშავებულ იქნეს მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების ფუნქციონირების და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზებას, რათა მოხდეს სოციალურად პასუხისმგებელი ეკონომიკის განვითარება, მომავალი თაობებისთვის რესურსული ბაზის შენარჩუნების პირობებში.

ეკონომიკური მდგრადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსების ეფექტურად გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორპორატიული მდგრადობისთვის ყველაზე ფართოდ მიღებული კრიტერიუმი შეიცავს ფირმის მიერ ბუნებრივი კაპიტალის ეფექტურად გამოყენებას. ეს ეკო-ეფექტურობა ჩვეულებრივ დათვლილია, როგორც ეკონომიკური ღირებულება დამატებული ფირმის მიერ, დაგროვებულ ეკოლოგიურ გავლენასთან დაკავშირებით. ამ იდეას პოპულარიზაცია მოუტანა მსოფლიო ბიზნეს საბჭომ –მდგრადი განვითარებისთვის (WBCSD) შემდეგი განმარტებით: „ეკო ეფექტურობა მიიღწევა საქონლისა და მომსახურების კონკურენტული ფასებით, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნილებას და მოაქვს ხარისხიანი ცხოვრება, იმ დროს, როდესაც პროგრესულად შემცირებადია ეკოლოგიური გავლენა და რესურსების ინტენსივობა სასიცოცხლო ციკლის დროს, დედამიწის პროდუქტიულობასთან ერთად“ (დესიმონე და პოპოვი, 1997:47).

კორპორატიული მდგრადობის მეორე კრიტერიუმი ეკო-ეფექტურობის კონცეფციის მსგავსია, მაგრამ ნაკლებად გამოკვლეული. სოციო-ეფექტურობა აღწერს კავშირს ფირმის დამატებით ღირებულებასა და სოციალურ გავლენას შორის. მიუხედავად ამისა, შეიძლება დავუშვათ, რომ ეკოლოგიაზე კორპორატიული გავლენის უმეტესობა, არის ნეგატიური (იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა ხეების დარგვა), ეს არ არის სინამდვილე სოციალური გავლენისთვის. ეს შესაძლოა იყოს ან დადებითი (კორპორატიული შეწირულობა, სამსამხურის შექმნა) ან ნეგატიური (სამსამურეობრივი უბედური შემთხვევა, ხელქვეითების ლანძღვა, ადამიანის უფლებების შელახვა). გავლენის ტიპზე დამოკიდებულებით, სოციო-ეფექტურობა ან შეამცირებს ნეგატიურ სოციალურ გავლენას (შემთხვევებს-დამატებით ღირებულებაზე) ან მაქსიმალურად გაზრდის სოციალურ გავლენას (შეწირულობა დამატებით ღირებულებაზე) დამატებით ღირებულებასთან დაკავშირებით.

ორივე, ეკო-ეფექტურობა და სოციო-ეფექტურობა უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულნი არიან ეკონომიკური მდგრადობის ზრდით. ამ პროცესში, ისინი ურთიერთქმედებენ ორივე, ბუნებრივი და სოციალური კაპიტალით, და მიზნად აქვთ დასახული ნახონ სარგებელი ორმხრივად მომგებიანი სიტუაციიდან. თუმცა დილიქი და ჰოკერტსი (Dyllick and Hockerts) მიუთითებენ, რომ მხოლოდ ბიზნეს კეისი არ იქნება საკმარისი, რომ განახორციელონ მდგრადი განვითარება. ისინი მიუთითებენ ეკო-ეფექტურობაზე, სოციო-ეფექტურობაზე, საფუძვლიანობაზე და ეკო-სამართლიანობაზე, როგორც, ოთხ კრიტერიუმზე, რომელიც საჭიროა მდგრადი განვითარების მისაღწევად.

მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალური პრობლემები და მდგრადი განვითარების მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა წყაროებიდან გამოყოფილი ატმოსფეროს გამაჭუჭყიალებელი ნივთიერებები გადაიტანებიან ჰაერის მასების მიერ და ვრცელდებიან საკმაოდ დიდ მანძილებზე. ასეთი გზით წარმოიქმნება ატმოსფეროს გლობალური დაჭუჭყიანება. ამ გაჭუჭყიანებაში განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნება რადიაქტიურ მინარევებს, რადგანაც სწორედ ისინი წარმოადგენენ უდიდეს საშიშროებას. ატმოსფეროს რადიაქტიური გაჭუჭყიანება განსაკუთრებით გააქტიურდა 20სკ-ის 50-60-იან წლებში, რაც დაკავშირებული იყო ბირთული იარაღის მასობრივ გამოცდებთან. 1963 წელს ბიეთვული იარაღის გამოცდა ატმოსფეროსა და კოსმოსში აკრძალული იქნა, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა (ჩინეთი, საფრანგეთი და სხვა) არ შეუერთდა ამ კონფერენციას და განაგრძო იარაღის გამოცდა. სწორედ ამიტომ, ატმოსფეროს რადიაქტიური გაჭუჭყიანების პრობლემა დღესაც ინარჩუებს აქტუალურობას. რადიაქტიური მინარევების ატმოსფეროში მოხვედრის 4 წყაროა და ამის შესაბამისად მათ ყოფენ 4 ჯგუფად: I-ს მიეკუთვნება დედამიწის ქერქის ზოგიერთი რადიაქტიური ელემენტის ემინაციები და მათი დაშლის პროდუქტები. II-ს ქმნიან კოსმოგენური იზოტოპები, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰაერის ატომების კოსმოსურ სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად. III ჯგუფს ქმნიან ბირთვული აფეთქების პროდუქტები, ხოლო IV-ს კი ატომური მრეწველობის ნარჩენები. გამოთვლების თანახმად დადგენილია, რომ ბირთვული აფეთქებები იწვევენ არა მხოლოდ ლოკალური მასშტაბის შედეგებს, არამედ სერიოზულ, გლობალურ დარღვევებს, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს ჰავის შეუქცევად ცვლილებამდე, დედამიწის ოზონის ფენის გარღვევამდე და ბიოსფეროს არსებით გარდაქმნამდე. ბირთვული აფეთქების დროს წარმოიქმნება გავარვარებული ცეცხლოვანი სფერო, რომელიც წარმოადგენს სინათლის გამოსხივებისა და დარტყმითი ტალღის წყაროს. აფეთქების მომენტში გავარვარებული სფეროს ტემპერატურე შეადგენს რამდენიმე მილლიონ გრადუსს. აფეთქებიდან დაახლოებით 10-15 წამის შემდეგ ტემპერატურა ეცემა 2000-3000-მდე და ამავე დროს ცეცხლოვანი სფერო კარგავს სიკაშკაშეს. ერთმანეთისაგან განასხვავებენ: საჰაერო, მიწისზედა და მიწისქვეშა ან წყალქვეშა ბირთვულ აფეთქებებს. საჰაერო აფეთქების დროს ცეცხლოვანი სფერო არ ეხება დედამიწის ზედაპირს და მთელი რადიაქტიური მტვერი შედგება მხოლოდ ბომბის რადიაქტიური ნარჩენებისაგან, კერძოდ ნამსხვრევებისაგან. ისინი აფეთქების დროს ორთქლდებიან, ხოლო შემდგომი გაცივებისას განიცდიან კონდენსაციას. მიწისზედა აფეთქების დროს ცეცხლოვანი სფერო ეხება დედამიწის ზედაპირს, რის გამოც ის იტაცებს გრუნტის მნიშვნელოვან მასას. ამ დროს გრუნტის ზედაპირული ფენა, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში ორთქლდება და ერევა აფეთქების რადიაქტიურ პროდუქტებს. გაცივების შედეგად წარმოქმნილი მყარი ნაწილაკები წარმოადგენენ რადიაქტიურობის ძირითად გადამტანებს. როდესაც სფერო კარგავს სიკაშკაშეს წარმოიქმნება თეთრი ან ნაცრისფერი რადიაქტიური ღრუბელი, ის იღებს სოკოსმაგვარ ფორმას და თანდათან ზემოთ მიიწევს. ამ ღრუბლის აღმასვლა გრძელდება მანამ, სანამ მისი ტემპერატურა არ გაუტოლდება გარემოს ტემპერატურეს. ამის შემდეგ ღრუბელის მოძრაობა დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: I – სიმძიმის ძალის მოქმედებაზე ჰაერის წინააღმდეგობის ძალებთან ერთად და II – ქარის ველზე. პირველი ფაქტორის მოქმედებით ხდება ნაწილაკების დაშვება, ხოლო მეორეს მოქმედებით – ღრუბლის გადატანა ჰორიზონტალური მიმართულებით. რადიაქტიური პროდუქტების დაშვების საერთო დრო, საშუალო და დიდი სიმძლავრის ბომბებისათვის შეადგენს 6-8 საათს, ხოლო მათი ჰორიზონტალური გავრცელების ზომები იცვლება დიდ საზღვრებში, რომელიც დაკავშირებულია ქარის სიჩქარეზე და მისი სიმაღლის ცვლილებაზე.

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციები და კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4
  2. სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 3[ჰორიზონტი], თბ. 2000
  3. ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
  4. აფთარი, გიურზა და სხვები. რედაქტორი ირაკლი მაჭარაშვილი,-წიგნი გამოიცა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ECRES) მიერ, -დიზაინი და ბეჭდვა: შპს „სი-ჯი-ეს“ - კალამუს გრაფიკის სტუდია [გარეკანზე - ი. ბადრიძის, გ. დარჩიაშვილის, ბ, ლორთქიფანიძის, ი. მაჭარაშვილის ფოტოები. კორექტორი ელენე თობორიძე.],- ISBN 99940-716-0-2,-თბ.,-2002