დედამიწის მეცნიერებები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლავის ამონაფრქვევი კრაფლას ვულკანიდან

დედამიწის მეცნიერებები — ეწოდება მეცნიერების დარგებს, რომელთა კვლევის ობიექტია დედამიწა და მისი სხვადახვა ასპექტები:

  • გეოდეზია - მათემატიკის დარგი, რომლის მიზანია დედამიწის ან მისი რაიმე დიდი ნაწილის ფორმისა და ზომის შესაწავლა მისი სიმრუდის დადგენის მიზნით.
  • გეოლოგია - მეცნიერება დედამიწის მყარი საფარის (ქერქის) და მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
  • გეოფიზიკა - მეცნიერება დედამიწის ქერქის, ოკეანეების და ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობისა და მოვლენების შესახებ.
  • ეკოლოგია - მეცნიერება ცოცხალი არსებებისა და გარემოს ურთიერთობების შესახებ.
  • მინერალოგია - მეცნიერება მინერალების შესახებ.
  • მეტეოროლოგია - მეცნიერება ატმოსფერული მოვლენების შესახებ.
  • პალეონტოლოგია - მეცნიერება ნამარხი ცხოველებისა და მცენარეულობის შესწავლის შესახებ.
  • სეისმოლოგია - მეცნიერება მიწისძვრებისა და დედამიწის შიგნით ტალღების მოძრაობის შესახებ.
  • ფიზიკური გეოგრაფია - გეოგრაფიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ბუნებრივ ასპექტებს, ბუნებრივი ტერიტორიების სტრუქტურულ ნაწილებს. იგი მოიცავს აგრეთვე მეცნიერებათშორის დისციპლინებს:
გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია, ჰიდროლოგია, გლაციოლოგია, ბიოგეოგრაფია.