ებრაელთა მიმართ ეპისტოლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა მოციქული პავლე

ებრაელთა მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლეთა რიგით ჩამონათვალში მას ბოლო, მე–14 ადგილი უკავია. იგი ერთ–ერთი უდიდესია ეპისტოლეთა შორის და შედგება 13 თავისაგან. ეპისტოლის ავტორი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ რადგან დიდ მსგავსებას იჩენს პავლე მოციქულის სინაგოგებისა და სინედრიონის მიმართ წარმოთქმულ სიტყვებთან, უკვე IV ს-დან მისი ავტორობა დასავლეთში პავლე მოციქულს მიეწერება.

ამ ეპისტოლით პავლე მოციქული მიმართავს იუდეველთაგან მოქცეულ ქრისტიანებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ სატაძრო მსახურების ზოგიერთ ძველ აღთქმისეულ ფორმას, რაც იუდეურ სჯულზე დაბრუნების საშიშროებას ქმნიდა, ანდა უკეთეს შემთხვევაში ახლისა და ძველის აღრევის საშიშროებას (საქ. 21,18-24). ქრისტიანობის წმინდა სულიერი ხასიათი არ შეესაბემოდა იმას, რასაც ისრაელნი მოელოდნენ მესიის სამეფოდან. ამ ქმედებას ფაქტობრივად ქრისტიანობა დაჰყავდა იუდეური სექტის დონემდე.

ავტორი ქრისტიანობისა და იუდაიზმის შედარებითი ანალიზით ამტკიცებს ქრისტიანობის უპირატესობას იუდაიზმზე, რომელიც, ავტორია აზრით, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო სულიერებისა და ჭეშმარიტი რწმენის აღთქმისათვის. ქრისტე უმაღლესია კაცსა და ღმერთს შორის ყველა ძველი აღთქმის შუამავალზე, რომელმაც თავისი სისხლით გვიჩვენა ძალა და მნიშვნელობა გამომხსნელი რწმენისა. ეპისტოლის მიზანია, დამოძღვროს რწმენაში მერყევნი და არამტკიცენი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]