განხილვა:დიდი რვიანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ გვერდზე სამივე თარგი ერთსამაიმავე ინფორმაციას უჩვენებს. მგონი ბოლო ორი ზედმეტია. - ალ-ო     @ 17:56, 9 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ინგლ. ასეა. ხოლო აქ ბოლო თარგს უჭირს.--ცანგალა () 17:59, 9 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

დიდი შვიდიანი[წყაროს რედაქტირება]

რუსეთი გარიცხეს! გადავამისამართოთ? DatoDeutschlandAntwort 12:09, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

საიდან ეგ ინფორმაცია?--ოთარი () 12:30, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
ტელევიზორიდან ვიღიმი. DatoDeutschlandAntwort 12:35, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
მე არ გამიგია. მასე რომ იყოს, ინგლისურ ვიკიში ეწერებოდა.--ოთარი () 12:41, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
ვნახოთ, მე ყური მოვკარი, რომ რუსეთი გარიცხესო და... დავუცადოთ ინგლისურ ვიკის მაშინ :) DatoDeutschlandAntwort 12:56, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ რუსეთის გარიცხვა მასე ადვილად არ ხდება.--ოთარი () 13:13, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ასეთი შეკითხვა მაქვს სქოლიოსთან დაკავშირებით. თუ ქართული ინფორმაცია არ არის რამდენად საჭიროა სქოლიო? ამას მომხმარებელი ინგლ. ვიკიში ისედაც ხომ წაიკითხავს. ცანგალა () 22:05, 8 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სქოლიო დამატებითი ინფორმაციისთვის არ არის მოყვანილი. სქოლიოს დანიშნულება ტექსტში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებადობის უზრუნველყოფაა. - ალ-ო     @ 01:36, 9 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

რაც დაწერე მესმის. მაგრამ როდესაც გადავხედე გერმანულს ან რუსულს (ყველა არ შემიმოწმებია) ისინი ძირითადად აკეთებენ სქოლიოს გერმანულ ან რუსულ ენებზე არსებულ გადამოწმებად ინფომაციას. მე მაინტერესებს, თუ რამდენად არის საჭირო ინგლ. ენაზე სქოლიოს გაკეთება - ამას ინგლ. ვიკიპედიაში ხომ გაეცნობა მომხმარებელი (ინგლ.-ის ენის მცოდნე აუცილებლად გადავა ინგლ. ენოვან ვიკიპედიაში). ჩემი აზრით ასეთი სქოლიოს მითითებებით ტექსტი არ მდიდრდება. პირიქით, მომხმარებელი, რომელმაც უცხო ენა არ იცის და რანდენჯერმე გადავა სხვა ენოვან ინფორმაციაზე - ბოლოს დაასკვნის ეს სტატია არაფრის მთქმელია რადგან მან ვერ შეძლო სქოლიოში მითითებული გვერდების გაგება. სხვა სტატიებშიც მაქვს შენიშნული. შეიძლება ვცდები. --ცანგალა () 20:25, 9 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

იმ მომხმარებელს, რომელმაც ქართულის მეტი სხვა ენა არ იცის, ისღა დარჩენია, რომ სიტყვაზე დაგვიჯეროს. სხვაენოვანი წყაროების მითითება სქოლიოში მიღებული პრაქტიკაა აკადემიურ და სამეცნიერო ნაშრომებში. ზოგიერთ მტკიცებებისთვის ფაქტების წყაროების მითითება აუცილებელია რა ენაზეც უნდა იყოს. მე როგორც მკითხველს არც სურვილი მაქვს და არც დრო, რომ სხვაენოვანი სტატიის ტექსტში დავიწყო ძიება აქ მოყვანილი რომელიმე ფაქტის და შემდეგ მისი სქოლიოს გარკვევა. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი სტატია აქ ვიკიპედიიდან არ არის პირდაპირ გადმოტანილი. მე, მაგალითად, ზოგიერთი ფაქტი ნიუ-იორკ ტაიმზიდან მაქვს შემოტანილი და ამ წყაროს მითითება აუცილებლად მიმაჩნია, სხვისთვის თუ არა ჩემთვის მაინც (თუ ვინიცობაა ამ თემებს ჩემს გარდა არავინ კითხულობს), რომ ის წყარო არ დამეკარგოს. - ალ-ო     @ 01:39, 10 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

{{country|flagcountry|Italy}} რატომ არის პაპუა ახალი გვინეა?-- 19:27, 23 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

„ძველი სახელწოდება (G6) ან დიდი ექვსიანი) არის საერთაშორისო ფორუმი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის... მაგრამ იგი გარიცხული იყო დიდი რვიანიდან რადგანაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეტევა განახორციელა საქართველოზე რაც ყოვლად მიუღებელი იყო... “ ეს მართებულია? გიორგი 16:10, 23 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს რა არის? სასწრაფოდ ამოსაშლელია შესავალი, რა ენაზე წერია?! — Mikheil მიწერა 22:18, 24 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]