ბუნდესკანცლერი (გერმანია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბუნდესკანცლერი (გერმ.: Bundeskanzler; ქართ.: ფედერალური კანცლერი) – მთავრობის მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ბუნდესკანცლერს ირჩევს ბუნდესტაგი. იგი აყალიბებს გერმანიის მთავრობას. ბუნდესკანცლერი არის ქვეყნის ფაქტიური ლიდერი. იგი წარმოადგენს გერმანიას სხვა ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან შეხვედრებზე, ასევე საერთაშორისო სამიტებზე. 2005 წლიდან კანცლერი არის ანგელა მერკელი.
2001 წლიდან კანცლერის ოფისი განთავსებულია ფედერალური კანცელარიის ახალ შენობაში.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||||||