დელოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დელოსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

GR Delos.PNG
დელოსის მდებარეობა (წითლად)
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°23′36″ ჩ. გ. 25°16′16″ ა. გ. / 37.39333° ჩ. გ. 25.27111° ა. გ. / 37.39333; 25.27111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 530
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 530
რუს.ინგლ.ფრ.

დელოსი (ბერძნ. Δήλος) — კუნძული ეგეოსის ზღვაში. მდებარეობს წრიულად განლაგებული კიკლადის კუნძულების ცენტრში, კუნძულ მიკონოსის სიახლოვეს და წარმოადგენს საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს მითოლოგიურ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლს. კუნძულზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები ყველაზე მასშტაბურია მთელს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. სამუშაოებს აწარმოებს ათენის ფრანგული სკოლა. აქ აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი გამოფენილია დელოსის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.

დელოსი ძველი ბერძნებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენდა და მიიჩნეოდა აპოლონისა და არტემიდას სამშობლოდ. კუნძული იმდენად წმინდა ადგილად მიიჩნეოდა, რომ ბერძნები მის ბუნებრივ რესურსებს არასოდეს იყენებდნენ.

დელოსზე აღმოჩენილი ქვის ქოხები მეტყველებენ, რომ კუნძული ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულში ყოფილა დასახლებული.

1990 წელს, დელოსი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: