ტირინფა
| მიკენისა და ტირინფას არქეოლოგიური ძეგლები* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
| ნომერი | 941 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 941 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ტირინფა (ბერძნ. Τίρυνθα) — მიკენური არქეოლოგიური ძეგლი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, აგროლისის პრეფექტურაში.
ტირინფა დაახლოებით შვიდი ათასი წლის წინ, ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, ბორცვზე მდებარე გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა. განვითარების მწვერვალს მან ძვ. წ. 1400 -1200 წლებში მიაღწია. მისი გამორჩეული მახასიათებლები იყო მდებარეობა, ციკლოპური გვირაბები და განსაკუთრებით მისი კედლები, რომლის წყალობითაც ქალაქმა ჰომეროსისგან მიიღო ეპითეტი „ძლევამოსილკედლებიანი ტირიფნა". უძველეს დროში, ქალაქი დაკავშირებული იყო ჰერაკლესთან დაკავშირებულ მითებთან, ზოგიერთი წყარო კი მას ჰერაკლეს სამშობლოდ ასახელებს.[1]
ტირინფას ცნობილ მეგარონს (სასახლე) გააჩნდა ფართო, სტუმრების მისაღები დარბაზი. სასახლის გარკვეული ნაწილი ჰერას ტაძარს წარმოადგენდა. მიკენური პერიოდის ნიწურულს, ქალაქი დასუსტდა და ახ. წ. II საუკუნეში, როცა მას გეოგრაფი პავსანი ეწვია, დაცარიელებულ გაუდაბნოებულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ტერიტორია პირველად 1884-1885 წლებში ჰაინრიხ შლიმანმა გათხარა. არქეოლოგიური სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და მას ათენის გერმანული სკოლა, ასევე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი აწარმოებს.
1999 წელს, ტირინფა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||