დაფნის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაფნის, ოსიოს ლუკას და ნეა მონის მონასტრები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Daphni.jpg
მონასტრის მოზაიკა
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 38°00′47″ ჩ. გ. 23°38′09″ ა. გ. / 38.01306° ჩ. გ. 23.63583° ა. გ. / 38.01306; 23.63583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 537
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 537
რუს.ინგლ.ფრ.

დაფნი (ბერძნ. Δαφνί) — მონასტერი ათენის გარეუბან ჩაიდარში. მდებარეობს ამავე სახელწოდების ტყის სიახლოვეს, ათენიდან ელევსიკისკენ მიმავალ ე. წ. წმინდა გზაზე.

მონასტერი VI საუკუნის მიწურულს დაარსდა აპოლონის სამლოცველოს ადგილას, რომელიც ახ. წ. 395 წელს გოთებმა დაანგრიეს. გამოყენებულ იქნა ძველი ტაძრის სვეტები და დახურული გალერეები.

მთავარი ტაძარი XI საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. გააჩნია ჯვრის ფორმა და მაღალი გუმბათი. ეკლესია გამოირჩევა საუკეთესოდ შემონახული მოზაიკებით.

1205 წელს, ათენის ჰერცოგმა ოტო დე ლა როშმა ტაძარი ჯვაროსნებს, ბელევოს ცისტერიანულ სააბატოს გადასცა. ამის შემდეგ, ფრანგმა ბერებმა ეკლესია მრავალგზის გადააკეთეს, სანამ მათ თურქები განდევნიდნენ და 1458 წელს მონასტერს კვლავ მართლმადიდებლებს დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, გაღარიბებული მონასტერი თანდათან დაიშალა. 1821 წელს ოსმალეთის იმპერიის მმართველობამ ის გააუქმა. 1888 წლიდან იწყება აღდგენითი სამუშაოები.

1990 წელს, მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

1999 წლის მიწისძვრის შედეგად, დაფნის მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა და ამჟამად, აღდგენითი სამუშაოების გამო საზოგადოებისათვის დაკეტილია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: