პატმოსი
|
მუნიციპალიტეტი
პატმოსი
Πάτμος
|
პატმოსი (ბერძნ. Πάτμος) — საბერძნეთის კუთვნილი პატარა კუნძული ეგეოსის ზღვაში, დოდეკანესის კუნძულების უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. 2001 წლის აღწერის მიხედვით, მისი მოსახლეობა 2 984 ადამიანს შეადგენდა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 269 მეტრზე მდებარეობს. დედაქალაქია ჩორა. პატმოსის მუნიციპალიტეტი ასევე მოიცავს ოფშორულ კუნძულებს - აკორის, მარატის და კიდევ რამდენიმე დაუსახლებელ კუნძულს, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 45.039 კმ²-ია, მოსახლეობა 3 044 (2001 წ).
კუნძულზე მდებარეობს რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია. გადმოცემის თანახმად, გამოცხადების შედეგად, სწორედ აქ მიიღო იოანე მოციქულმა აპოკალიფსი. 1999 წელს, ქალაქის ისტორიული ცენტრი ჩორა, იოანე ღვთისმეტყველის მონასტერსა და აპოკალიფსის გამოქვაბულთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ UNESCO, World Heritage Site #942, webpage:WHC-UNESCO-942.
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 942 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||