გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი

გრიგოლი ღვთისმეტყველი, იგივე გრიგოლ ნაზიანზელი (უმცროსი) - მამამისი, სახელად ასევე გრიგოლი კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო .

გრიგოლი ღვთისმეტყველი ერთერთი გამოჩენილი კაბადოკიელ მამათაგანია. წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას - ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როდესაც გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები - ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

წინამორბედი:
ევაგრე
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

379381
შემდეგი:
მაქსიმე