პატრისტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატრისტიკა (ბერძნ. πατήρ, ლათ. pater — მამა) — ქრისტიანული ფილოსოფია. IIVIII საუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნება, რომელიც დაკავშირებულია ადრექრისტიანულ ავტორებთან — ეკლესიის მამებთან. წმინდა მამების მიერ შემუშავებულმა სწავლებამ ქრისტიანობის რელიგიურ მსოფლმხედველობას ჩაუყარა საფუძველი. პატრისტიკის სემანტიკურ-აქსიოლოგიური წყაროებია ანტიკური ფილოსოფია (საერთორაციონალური მეთოდი და ისეთი ფილოსოფიური მიმართულებების კონკრეტული შინაარსი, როგორიცაა პლატონიზმი, ნეოპლატონიზმი, სტოიციზმი და სხვა) და ქრისტიანული თეოლოგიური დოქტრინა (უპირველესად, გამოცხადების იდეა და ასევე თეიზმის, კრეაციონიზმისა და თელეო-ლოგიზმის სემანტიკური ფორმები).

პატრისტიკის ევოლუცია 3 ეტაპად იყოფა: 1. ადრეული პატრისტიკა ანუ აპოლოგეტიკა (II-III სს.), დაკავშირებული ისეთ ავტორებთან, როგორებიც იყვნენ იუსტინი, ტატიანი, ათენაგორი, ტერტულიანე, კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენი. 2. მოწიფული პატრისტიკა (III-V სს.), რეალიზებული ბერძნულენოვან აღმოსავლეთში, კაპადოკიელ მოღვაწეთა წრეში: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი. 3. გვიანდელი პატრისტიკა (V-VIII სს.), მიმართული ქრისტიანული მოძღვრების სისტემატიზაციის პრობლემებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ancient Christian writers, ed. by J.Quasten and J.С.Plumpe. West-minster–L, 1946;
  • Reallexikon für Antike und Christentum. Sachwörterbuch zur Auseinanderselzung des Christentums mit der Antiken Welt, hrsg. von Th. Klauser u. a. Stuttg., 1950–;
  • Болотов В.В. Лекции по истории древней церкви, т. 1–4. СПб., 1907–17 (М., 1994);
  • Спасский А. История догматических движений в эпоху вселенских соборов (в связи с философскими учениями того времени), т. 1, 2-е изд. Сергиев Посад, 1914;
  • Флоровский Г.В. Восточные отцы IV века. Париж, 1931 (М., 1992);
  • Он же. Восточные отцы V–VIII веков. Париж, 1933 (М, 1992);

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • Христианство. Энциклопедический словарь, т. 3. М., 1995, с. 489–557;
  • Kern C. Les traductions russes des textes patristiques. Guide bibliographique. Chévétogne–P., 1957;
  • Bibliographia partistica. Internationale patristische Bibliographie. В.–N. Y., 1956;
  • Stewardson J.L. A bibliography of bibliographies on patristics. Evangton, 1967;
  • Sieben H.J. Voces. Eine Bibliographie zu Wörtern und Begriffen aus der Patristik (1918–78). B.–N.Y., 1980.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]