დავით ტბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.

დავით ტბელი — X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური („ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ნეტარისა მართაჲსი, წმიდისა სჳმონის დედისაჲ“, „ცხორებაჲ გრიგოლ აკრაკანტელისაჲ“ და სხვ.) და მეტაფრასული („წამებაჲ წმიდისა დიდისა მოწამისა არტემისი“, „წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა ათთა ქრისტეს მოწამეთა“ და სხვ.) ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძველ წყაროებში დავით ტბელი იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოისძესთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ონიანი შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 292.
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მაჭავარიანი მ., დავით ტბელის მთარგმნელობითი მეთოდის თავისებურება, კრ.: მრავალთავი, XVII, თბ., 1992;
  • მაჭავარიანი მ., გრიგოლ ნაზიანზელის რიტორიკული ხელოვნების თავისებურებანი დავით ტბელის თარგმანებში, წგ.: ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული, თბ., 1997.