გოგრისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგრისებრნი
Hodgsonia
Hodgsonia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: გოგრისებრნი
ლათინური სახელი
Cucurbitaceae
დაცვის სტატუსი

გოგრისებრნი (Cucurbitaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი გართხმული ან მცოცავი ბალახები, იშვიათად ბუჩქები და პატარა ხეებია. აქვთ ხუთწევრიანი, უფრო ხშირად ერთსქესიანი, ფურცლებშეზრდილი ყვავილები; ქვედა სამბუდიანი ნასკვი, ერთი მოკლე, სამი ნალისებრი დინგით დაბოლოებული სვეტი; უმეტესად მრავალთესლიანი გოგრულა ნაყოფი. ცნობილია 90-მდე გვარი და 760-მდე სახეობა. გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში. საქართველოში მხოლოდ 2 გვარი — ლეშურა და კიტრანა იზრდება. სამეურნეო მნიშვნელობისაა კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, აყირო, ლუფა, კოლოქვინტი. ზოგი გოგრისებრნი მაგ. ტლანდიანტა, დეკორატიულია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ.201, თბ., 1978

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე