ნასკვი
ვიკიპედიიდან
ნასკვი (ovarium), ფარულთესლოვან მცენარეთა ბუტკოს ქვედა გაფართოებული ნაწილი. ნასკვში მოთავსებულია ერთი ან რამდენიმე თესლკვირტი; განაყოფიერების შემდეგ თესლკვირტიდან წარმოიქმნება თესლი, ხოლო ნასკვიდან — ნაყოფი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 326, თბ., 1984

