ლეშურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეშურა
Zaunruebe.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Bryonia
დაცვის სტატუსი

ლეშურა, ბრიონია (Bryonia) — ორლებნიან მცენარეთა გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. აქვს გორგლისებურად გამსხვილებული ფესვი და მცოცავი ღერო, მომწვანო-მოყვითალო წვრილი ყვავილები და კენკრა ნაყოფი. თხუთმეტამდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში ორი სახეობაა, თეთრი ლეშურა (Bryonia alba) და ორსახლიანი ლეშურა (Bryonia dioica); ორივე სახეობა შხამიანია — ფესვი შეიცავს გლიკოზოდ ბრიონინს და ბრიონიდინს. ხმარობდნენ ხალხურ მედიცინაში. შეიცავს საღებავ ნივთიერებებსაც. დეკორატიულია, იყენებენ აივნისა და ფანჩატურის გასამწვანებლად.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 208, თბ., 1983