ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბორის პაიჭაძის სტადიონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
დინამო
National Inside.jpg

სტადიონის მოედანი
სრული სახელი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
აშენდა 1935 (გადაკეთდა 1976)
გაიხსნა 29 სექტემბერი, 1976 (ხელმეორედ)
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
ტევადობა 54,549
კლუბები
დინამო თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, ასევე უბრალოდ ეროვნული სტადიონი (ყოფილი დინამოს სტადიონი), მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია საქართველოში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი (უფროსი)). 1955-1956 წწ განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.

სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა - შეხვედრა უეფას თასზე თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0. სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45.000 მაყურებლით). საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის 100.000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა დინამოსა და ლივერპულს შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110.000 მაყურებელი დაესწრო (დასრულდა თბილისის გამარჯვებით (3:0)). ეს მაჩვენებლი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.

1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე