განხილვა:ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე მგონი გადასატანია ახლა სათაურზე დინამო არენა. --ჯაბა ლაბა 19:20, 21 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რატომ? – BruTe () 19:24, 21 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ა, გასაგებია. – BruTe () 19:26, 21 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მოდით დავუცადოთ ოფიციალური გვერდის განახლებას. ცრუ ინფო არ იყოს... Deu განხილვა 05:41, 22 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რატომღაც არ აახლებენ ოფიციალურ საიტს. Deu განხილვა 05:53, 23 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
"პაიჭაძე" "პაიჭაძედ" რჩება, ამბები.ge. ძველ ვერსიაზე დავაბრუნებ. – BruTe () 08:23, 23 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში იქნებ მაინც ჩაგვეწერა ეროვნული სტადიონის გვერდით დინამო არენა?--Tornike 08:38, 23 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
და რატომ? :) – BruTe () 08:45, 23 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰო, მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :) Deu განხილვა 08:49, 23 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორც ბრუტეს მოცემული სტატიიდან ჩანს, უნდათ რომ დინამო-არენაც იყოს პარალელურად სტადიონის არაოფიციალური სახელწოდება და ცდილობენ ეს სახელი დაამკვიდრონ ხალხში, თუმცა ოფიციალურად კვლავ ძველი სახელი რჩება. ვნახოთ, თუკი მართლა დამკვიდრდა, მერე რატომაც არა, მიეთითოს, რომ ასეც უწოდებენ (ჯერ-ჯერობით მგონი არავინაც არ უწოდებს სულსწრაფი ჟურნალისტების გარდა). Deu განხილვა 08:53, 23 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


მეგობრებო მოგესალმებით. მე დინამოს წარმოვადგენ და შეგიძლიათ დამიჯეროთ. სტადიონის სახელწოდება არის ასეთი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა http://fcdinamo.ge/ge/club/clubstadioni წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khvedeliani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მითითებულ გვერდზე ვკითხულობთ: ბორის პაიჭაძის სახელობის – დინამო არენა. ეს სათაური აშკარად შეცდომაა მინიმუმ პუნქტუაციაში. Deu. 17:00, 10 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიღებული პრაქტიკაა ევროპაში ოფიციალურ გრძელ სახელს არ იყენებენ და კლიჩკა აქვთ შერქმეული, მაგრამ რამდენი ხანია არ მსმენია არავისგან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, არადა რა კარგად ჟღერს:(--GagaVaa განხილვაწვლილი 10:38, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციისთვის[წყაროს რედაქტირება]

სტადიონის მშენებლობა 1929 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გაიხსნა 1935 წლის 12 ოქტომბერს (შეჯიბრი მძლეოსნობაში). თავიდან ერქვა „დინამოს“ სტადიონი (1937-მდე), შემდეგ ლ. ბერიას სტადიონი (1937–1953), შემდეგ ისევ „დინამოს“ სტადიონი (1953–1960). 1960 წელს სტადიონი დროებით დაიხურა. კარებებს უკან დაამატეს მესამე იარუსი. 1962 წელს ისევ გაიხსნა და „დინამომ“ აქ 1968 წლის ჩათვლით ითამაშა. 1969 წელს კი თითქმის მთლიანად დაანგრიეს ეს სტადიონი და დაიწყეს ახალი სტადიონის მშენებლობა. ძველი სტადიონიდან დატოვეს მხოლოდ ის თაღები, მთავარი შესასვლელიდან რაც ჩანს. ძველ სტადიონზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი 1964 წლის 10 ივლისს დაფიქსირდა — „დინამო“ 2–1 ასკ (როსტოვი) — შეხვედრას 65 000 მაყურებელი დაესწრო, რაც მატჩის ოფიციალურ ოქმშიცაა აღნიშნული. 1937 წელს ბასკი ფეხბურთელების თბილისში ვიზიტისას სტადიონის დირექციამ განაცხადი 110 000 ბილეთზე მიიღო.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 13:30, 2 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]