ბიდგოშჩი
|
ქალაქი
ბიდგოშჩი
Bydgoszcz
|
ბიდგოშჩი (პოლ. Bydgoszcz გერმ. Bromberg, ლათ. Bydgostia) — ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, ის გაშენებულია მდინარეების ბრდას და ვისლას ნაპირებზე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა 2009 წლის ივნისის აღწერის შემდეგ შეადგენს 358,029 ადამიანს, აგლომერაციაში კი ცხოვრობს 460 000 ადამიანი, მოსახლეობით ბიდგოშჩის 8 ადგილი უკავია პოლონეთში. ეს ქალაქი შედის კუიავო-პომერანიის სავოევოდოში.
ბიდგოშჩი ჯერ კიდევ 1238 წელს დაარსდა ანრი II-ის მმართველობის პერიოდში, ეს დასახლებული პუნქტი ქალაქად იწოდება უკვე 1346 წლიდან. ერთიანი პოლონეთის დაშლის შემდეგ ბიდგოშჩი ექცევა ვარშავის საჰერცოგოს შემადგენლობაში. გერმანიის იმპერიის გაძლიერების შემდეგ უკვე, იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბიდგოშჩი შევიდა დასავლეთ პრუსიის ტერიტორიაზე. პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტერიტორია დამოუკიდებელ პოლონეთს უბრუნდება, უკვე მეორე მსოფლიო ომში ბიდგოშჩი კვლავ იქნა ოკუპირებული გერმანელების მიერ. აქ მცხოვრები ებრაული მოსახლეობა უმძიმეს მდომარეობაში აღმოჩნდა.
1945 წელს ბიდგოშჩი გათავისუფლებული იქნა საბჭოთა არმიის მეშვეობით, იალტის კონფერენციის შემდეგ ბიდგოშჩი კვლავ აღმოჩნდა პოლონეთის შემადგენლობაში.
ქალაქში კუტურული ცხოვრება საკმაოდაა განვითარებული, აქ მრავალი ისტორიული შენობა თუ ეკლესია მდებარეობს. აქ არის კაზმირ დიდის უნივერსიტეტი, ოპერის შენოდა და მრავალი მუზეუმი, ხოლო ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ბიდგოშჩის აეროპორტი, აქედან ხორციელდება როგორც ქვეყნის შიდა ასევე ქვეყნის გარე რეისები.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
- ქალაქის მოსახლეობის დიაგრამა, 1600 წლიდან დღემდე

გალერეა [რედაქტირება]
საერთაშორისო ურთიერთობები [რედაქტირება]
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
ბიდგოშჩის დაძმობილებული ქალაქები:
მეგობრული დამოკიდებულებები [რედაქტირება]
ბიდგოშჩი ყოველთვის იჩენს მეგობრულ დამოკიდებულებას ამ ქალაქებთან:
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) Municipal website
- (პოლონური) Wirtualna Bydgoszcz - informator bydgoski
- (პოლონური) Bydgoszcz news
- (პოლონური) Canal Bydgoski
- (ინგლისური) Evangelical - Augsburg (Lutheran) Parish in Bydgoszcz
- (პოლონური) Foto Galeria Bydgoska - foto.bydgoszcz.pl
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Kragujevac City Partners. © 2008 Information service of Kragujevac City. წაკითხვის თარიღი: 2008-10-27.
- ↑ Local Government Association: Twin Town Search
სტატიის