ულე-ეინარ ბიორნდალენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ულე-ეინარ ბიორნდალენი
Ole Einar Bjørndalen1.jpg
პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელი ულე-ეინარ ბიორნდალენი
მეტსახელი დიდებული და საშინელი
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1974
დაბადების ადგილი დრამენი, დროშა: ნორვეგია ნორვეგია
სიმაღლე 179 სმ
პროფესიული ინფორმაცია
კლუბი Simostranda IL
თხილამურები Madshus
მსოფლიო თასი
სეზონები 1992- (ბიატლონი)
გამარჯვებები 83 (ბიატლონი)
1 (სათხილამურო შეჯიბრი)
სხვა წარმატებები 57 (ბიატლონი)
2 (სათხილამურო შეჯიბრი)
სულ წარმატებები 139 (ბიატლონი)
3 (სათხილამურო შეჯიბრი)
ინფოდაფა ბოლოს განახლდა:
06.02.2009

ულე-ეინარ ბიორნდალენი (ნორვ. Ole Einar Bjørndalen) (დ. 27 იანვარი 1974, დრამენი, ნორვეგია) - ნორვეგიელი სპორტსმენი. დღეისათვის ნორვეგიაშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშებიის 5 გზის ჩემპიონი,ასევე 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მფლობელი.,10 გზის მსოფლიოს ჩემპიონი და 18 გზის პრიზიორი, 4 გზის მსოფლიოს თასის მფლობელი.11 მარტისთვის მოგებული აქვს 81 რბოლა,მსოფლიოში მეორე შედეგია,შვედი სამთომოთხილამურე ინგემარკ სტენმარკის შემდეგ,რომელიც 86 რბოლის გამარჯვებულია

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ულე-ეინარ ბიორნდალენი დაიბადა ნორვეგიაში ქალაქ დრამენში. იზრდებოდა ქალაქ სიმოსტრანდაში. ამჟამად იგი ცხოვრობს ავსტრიის დასახლება ობერტილიახში. იგი ბავშვობიდანვე დიდი წარმატებით იდგა თხილამურებზე. მან პირველად ევროპის თასზე 1992-1993 წლის სეზონში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1994 წელს ულე-ეინარი უკვე ოლიმპიადაზე გამოვიდა ლილეჰამერში, მაგრამ გამოუცდელობის გამო მან მაღალი ადგილების დაკავება ვერ შესძლო. მისი პირველი წარმატება იყო 1994-1995 წლების სეზონში როდესაც მსოფლიო თასზე გენერალურ კლასიფიკაციაში მე-4 ადგილი დაიკავა. 1998 წელს მან თავისი პირველი მედალი აიღო ოლიმპიურ თამაშებზე და მოიგო მსოფლიო თასი.

სპორტული კარიერა[რედაქტირება]

ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება]

ბიორნდალენი არის ოთხი ოლიმპიადის მონაწილე, საიდანაც 3-ჯერ ავიდა კვარცხლბეკზე. ოლიმპიურ თამაშებზე მისი დებიუტი შედგა ლილეჰამერში 1994 წელს და ეს ერთადერთი ოლიმპიური თამაშები იყო მის კარიერაში, როდესაც მან მედალი ვერ მოიპოვა. პირველი ოლიმპიური მედალი მან ოთხი წლის მერე აიღო ნაგანოში. ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით ბიორნდალენი რეკორდსმენია ბიატლონისტთა შორის. მისთვის ნამდვილი ტრიუმფი გახდა სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშები, სადაც მან ყველა ოქროს მედალი მოიგო, მაგრამ მიუხედავად ამისა მისთვის წარუმატებელი გამოდგა შემდეგი ოლიმპიური თამაშები ტურინში. ამ ოლიმპიადაზე ულე-ეინარმა ვერცერთი ოქრო ვერ აიღო.

მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო თასი[რედაქტირება]

მიზანში სროლის სტატისტიკა მსოფლიო თასის ეტაპების მიხედვით:

სეზონი საერთო დაწოლილი დგომი
03/04 80% 77% 83%
02/03 86% 85% 86%
01/02 74% 72% 77%
00/01 78% 78% 79%
99/00 82% 79% 85%

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]