ბარდნალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბარდნალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი წიფერჩი
კოორდინატები 42°36′22″ ჩ. გ. 42°42′50″ ა. გ. / 42.60611° ჩ. გ. 42.71389° ა. გ. / 42.60611; 42.71389
ცენტრის სიმაღლე 570
მოსახლეობა 183[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბარდნალა — საქართველო
ბარდნალა
ბარდნალა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ბარდნალა

ბარდნალასოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, წიფერჩის თემში.[2] მდებარეობს მდინარეების ჯანოულასა და ნამკაშურის წყალგამყოფის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მდინარე ცხენისწყლის შუა დინების ხეობის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 570 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 8 კილომეტრით.

ბარდნალაში მდებარეობს პოეტ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 183 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 277 139 138
2014[1] 183 102 81

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]