ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუბი.

კურსივის ტექსტი

სოფელი
ზუბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ზუბი
კოორდინატები 42°34′01″ ჩ. გ. 42°40′21″ ა. გ. / 42.56694° ჩ. გ. 42.67250° ა. გ. / 42.56694; 42.67250
ცენტრის სიმაღლე 650
მოსახლეობა 471[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

ზუბისოფელი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.[2] თემის ცენტრი (სოფლები: ისუნდერი, მახურა). მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ცაგერი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. ზუბი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სოფლიდან, სადაც მოდის ვაზის ჯიში უსახელოური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუბი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების ზუბის ციხის ნანგრევები. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე, შემთხვევითაა აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის შავპრიალა თიხის დაბალი, სამყურიანი ჭურჭელი და ელინური ხანის ბრინჯაოს 2 სამაჯური. მასალა ინახება ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 471 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 630 318 312
2014[1] 471 234 237

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]