გვესო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გვესო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ქვედა ცაგერი
კოორდინატები 42°38′48″ ჩ. გ. 42°44′59″ ა. გ. / 42.64667° ჩ. გ. 42.74972° ა. გ. / 42.64667; 42.74972
ცენტრის სიმაღლე 560
მოსახლეობა 135[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გვესო — საქართველო
გვესო
გვესო — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გვესო

გვესოსოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში (ქვედა ცაგერის ტერიტორიული ერთეული).

მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 135 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 221 109 112
2014[1] 135 70 65

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის განაპირას, კლდოვან ხელოვნურად მოსწორებულ პლატოზე, ძლიერ დაზიანებული სახით შემორჩენილია გვესოს ხუროთმოძღვრული კომპლექსი კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში კარიბჭისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთია, სამხრეთით, ხეობისკენ, კოშკია, ხოლო შუაში — ნანგრევებად ქცეული სამეკლესიანი ბაზილიკა. შუა, მთავარი ეკლესიის ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი ღრმაა და ფართო. გვერდის ეკლესიები აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე ნახევარწრიული აფსიდებით. სამივე აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. გადახურული იყო კამარით. კედლის წყობის ხასიათით, გეგმითა და აფსიდების მოხაზულობით ძეგლი IX–X საუკუნეებით თარიღდება. გალავნის გარეთ აღმართული, გეგმით კვადრატული კოშკი ნაგებია საშუალო სიდიდის რუხი ფერის ქვით, კუთხეებში სიმაგრისათვის ქვის მსხვილი ბლოკებია დატანებული. იგი უფრო ძველი ნაგებობის ადგილზე დგას.

სოფლის დასავლეთით, კონცხზე, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში, ძველი ციხის ნაშთია. სოფელში არის კიდევ ერთი სიმაგრე, ზემოთ აღნიშნულ ციხეთა გზასაყარზე. ადგილობრივები მას „სოსილეთის ციხეს“ უწოდებენ და გადმოცემით, „თათრებისაგან“ დასაცავად აუშენებიათ ჩარკვიანებს. ციხეში გამოედინება ყინულივით ცივი წყალი, რომელზედაც ოთხკუთხა კოშკია (6 × 5,5 მ) დაშენებული, მის შიგნით ჭაა მოწყობილი. გარს ერტყა ბურჯებით გამაგრებული გალავანი, რომლის დიდი ნაწილი განადგურებულია, მონგრეულია აგრეთვე კოშკის ზედა სართულები და სამხრეთი კედელი.

გვესოში 1988 წელს აღმოჩნდა ბრინჯაოს განძი (კოლხური ცული და სხვ.), რომელიც ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 609.
  • ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17264
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17265
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17266
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17268

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II