არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგს-ის სამხედრო ძალები
القوات المسلحة لدولة الإمارات العربية المتحدة

გაერთიანებული საამიროების კუთვნილი მირაჟი 2000 ავღანეთის თავზე (2008 წელი).
შეიქმნა 1951
მიმდინარე ფორმა 1971
ნაწილები არმია, ფლოტი,
საჰაერო ძალები
შტაბი აბუ-დაბი
ცოცხალი ძალა
ხელმისაწვდომი
სამსახურითვის
752,707, ასაკი: 15-49 (2004)
გამოსადეგი
სამსახურითვის
412,490, ასაკი: 15-49 (2004)
სამხედრო ასაკი 24,506 (2004)
აქტიური 65,000 (73-ე)
ფინანსები
ბიუჯეტი US$15.7 მილიარდი 2010
წლის მიხედვით (მე-18)
მშპ-ს პროცენტი 7.3%
ინდუსტრია
უცხოელი მომწოდებლები

არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალები ან გაერთიანებული თავდაცვის ძალებიარაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოში შემავალი შვიდივე საამიროს დავდაცვაზე. იგი მოიცავს 70 500 პერსონას, მათი მთავარი შტაბი მდებარეობს აბუ-დაბიში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაზავებული ომანის მზვერავები ხანგრძლივი დროის მანძილზე საზოგადოებრივი წესრიგის სიმბოლოდ ითვლებოდნენ, რომელთაც ბრიტანელი ოფიცრები მეთაურობდნენ. თუმცა მოგვიანებით 1971 წლისთვის ეს ძალა არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის ძალის ბირთვი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალები თავდაპირველად მცირე რიცხოვანი იყო, გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალები ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. დღეისათვის ისინი სხვადასხვა ქვეყნებისგან თანამედრო და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებს ყიდულობენ, უმეტესად საფრანგეთისგან, შეერთებული შტატებისგან და გაერთიანებული სამეფოსგან. ოფიცერთა უმეტესი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებია, დანარჩენები ვესტ-პოინტიში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სწავლობდნენ, ან ავსტრალიაში დანტრუნის სამეფო სამხედრო აკადემიაში, ან სენტ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში საფრანგეთში. საფრანგეთმა 2009 წლის მაისში გახსნა აბუ-დაბის ბაზა. 2011 წლის მარტში არაბთა გაერთიანებული საამიროები ოპერაცია ოდისეას განთიადს შეუერთდა. ოპერაციაში მონაწილეობისათვის მათ გაგზავნეს ექვსი F-16 გამანადგურებელი შევარდენი და ექევსი მირაჟი 2000 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი. სპარსეთის ყურის ომის დროს შეერთებული შტატებს ჯარები და აღჭურვილობა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჰყავდა დისლოცირებული.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებობს ორი განსხვავებული სამხედრო ორგანიზაცია. აგს-ის ფედერალური სამხედრო ძალები, რომელსაც ეწოდება გაერთიანებული თავდაცვის ძალები. ასევე საამიროების დაქვემდებარებაში არსებული საკუთარი სამხედრო ძალები.

ფედერალური ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგს-ის არმია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების ნაწილი გაერთიანებული საამიროების არმია პასუხისმგებელია სახმელეთო ოპერაციებზე.

აგს-ის საჰაერო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ძალები მოიუცავს 4000 სამხედრო პერსონას. 1999 წელს საჰაერო ძალები დათანხმდა აშშ-ისგან 80 F-16 გამანადგურებელი შევარდენის შეძენას. საჰაეროს ძალების შემადგენლობაში ასევე შედის მირაჟი 2000, ბრიტანული ქორი და ფრანგული შვეულმფრენები. საჰაერო თავდაცვას გააჩნია MIM-23 ქორის ტიპის რაკეტები.

აგს-ის საჰაერო თავდაცვის ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგს-ის სამხედრო-საზღვაო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო ექსპანსია (1991–2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალები მასიურ ექსპანსიაზე 1995 წელს გადავიდა, რას წინ უძღვოდა 1992-1993 წლის შენაძენები. ესენია 436 ლეკლერკი ტანკები, 415 ჯავშან-მანქანა ბიემპი-3. ირანის გამოცდილების ხარჯზე ისწავლეს და მხოლოდ ერთი სამხედრო მომწოდებლით არ დაკმაყოფილდნენ. ამიტომ აგს-ის შეიარაღებული ძალები იარაღს სხვადასხვა ქვეყნებისაგან ყიდულობენ, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.

სამხედრო დანახარჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999: $2,100,000,000 (მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8%)
  • 2000: $2,600,000,000 (მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%)
  • 2005: $3,800,000,000 (მთლიანი შიდა პროდუქტის 1.0%)
  • 2010: $10,000,000,000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]