პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი რესპუბლიკა.

პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა
პორტ. Primeira República Portuguesa

რესპუბლიკა

Flag Portugal (1830).svg







19101926 Flag of Portugal.svg





Flag of Portugal.svg Coat of arms of Portugal.svg
დროშა გერბი
Portuguese Empire 20th century.png
დედაქალაქი ლისაბონი
ენა პორტუგალიური
ფულის ერთეული პორტუგალიური რეალი (1911-მდე)
პორტუგალიური ესკუდო
ფართობი 92 391კმ² (1911)
მოსახლეობა 5 969 056 კაცი (1911)
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი თეოფილუ ბრაგა (1910-1911)

პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა (პორტ. Primeira República Portuguesa; 5 ოქტომბერი, 191028 მაისი, 1926) – პორტუგალიის ისტორიის 16-წლიანი პერიოდი, რომელიც გრძელდებოდა პორტუგალიის 1910 წლის რევოლუციიდან 1926 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე.

ისტორია[რედაქტირება]

1908 წელს პორტუგალიის მეფის მოკვლამ და ხელისუფლებაში რესპუბლიკელების გავლენის გაზრდამ გამოიწვია ანტიკათოლიკური და ანტიმონარქიული განწყობის ზრდა. პორტუგალიის სამეფოს მრავალსაუკუნოვანი მონარქიული ტრადიციების კრახი ძალიან მალე მოხდა.

1910 3 ოქტომბერს რესპუბლიკური აჯანყება დაიწყო,[1] ხოლო 5 ოქტომბერს ლისაბონის მუნიციპალიტეტის სასახლეში პორტუგალია რესპუბლიკად გამოცხადდა. შეიქმნა დროებითი მთავრობა თეოფილუ ბრაგას მეთაურობით. 1911 წლის 11 ივნისს ეროვნულმა დამფუძნებელმა ასამბლეამ მიიღო ახალი კონსტიტუცია პორტუგალია გამოცხადდა რესპუბლიკად. ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მანუელ ჟოზე დე არიაგა[2]. ახალი კონსტიტუციით დაცული იყო პიროვნების ხელშეუხებლობა, მოქალაქეებს ანიჭებდა უფლებებსა და თავისუფლებებს.

პირველი ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკის არსებობისათვის აუცილებელი იყო ბევრი რეფორმის გატარება:დაიწყო საყოველთო სასკოლო განათლების რეფორმა, 1911 წელს პორტუგალიის მუშათა კლასმა მიიღო გაფიცვის უფლება, ასევე განახორციელეს საგადასახადო რეფორმა. პირველი რესპუბლიკური პარლამენტი არჩეულ იქნა 1911 წლის მაისში.

რესპუბლიკელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს კათოლიკური ეკლესიის გავლენის შესუსტებას:გააუქმეს ყველა რელიგიური ტიტული, სახელმწიფო და ეკლესია იყო ოფიციალურად გაიყო 1911 წლის აპრილში და ყოფილი საეკლესიო ქონება სახელმწიფოს გადაეცა. ყოველივე ამან სასულიერო მოღვაწეების განახევრება გამოიწვია.

რევოლუცია მალე გადაიზარდა ანარქიაში. ახალ კანონებს ჩინოვნიკები უგულებელყოფდნენ და ბოროტად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება დემოკრატიულად აირჩიეს, მთლიანად ჩაეფლო კორუფციაში. მთავრობის წევრებისათვის მექრთამეობა გახდა ძირითადი საარსებო წყარო. ამმხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფინანსური მაქინატორი არტურო ვირჟილიო რეიესი, რომელიც კერძოდ ბეჭდავდა ესკუდოს, არა როგორც ყალბი ფულის მჭრელი, არამედ პორტუგალიის ბანკის თანხმობით.

1926 წელს პორტუგალიის მთავრობამ ხალხის თვალში ავტორიტეტი საბოლოოდ დაკარგა, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთის მოსახლეობაში, რომლებიც ეკლესიის დევნის პერიოდშიც კი რელიგიის ერთგული მსახურნი დარჩნენ.

1910-1926 წლების ანარქიის დროს პორტუგალიაში შეიცვალა 44 მთავრობა, მოხდა 24 აჯანყება, 15 საყოველთაო გაფიცვა და 17 გადატრიალების მცდელობა. პორტუგალიის პირველ რესპუბლიკას ჩაენაცვლა მეორე რესპუბლიკა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ესტადო ნოვო უწოდეს (1933-1976).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Afonso Costa - 5 de Outubro de 1910.
  2. ავტორთა ჯგუფი, ახალი ისტორია (მეორე პერიოდი) ტომი მეორე, თბ. 1973