ანჟე
| ქალაქი
ანჟე
Angers
|
ანჟე (ფრანგ. Angers) - ქალაქი დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს ლუარის რეგიონის, მენი და ლუარის დეპარტამენტში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 157,000 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას მეჩვიდმეტე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 3,677 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 42.70 კმ²-ს. ანჟეს შენობათა საშუალო სიმაღლე შეადგენს 12–64 მეტრს. დასახლებული პუნქტიდან 300 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი პარიზი, ხოლო 90 კილომეტრში მდებარეობს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ნანტი. ანჟეს ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებევალი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ამ ადგილებში აღმოჩენია ადამიანის უძველესი ნასახლარები და სანადირო იარაღები. აღმოჩენილი მასალები თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით 400,000 წლით (ქვედა პალეოლითი). აქ უძველესი დროიდან სახლობდნენ გალები მოგვიანებით ეს ტერიტორიები შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში. დაახლოებით 845 წელს აქ ილაშქრეს ვიკინგებმა.
ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ანჟეს სასახლე რომელიც აიგო IX - XIII საუკუნეებში.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
ჰაარლემი, ნიდერლანდი, 1964 წლიდან
ოსნაბრიუკი, გერმანია, 1964 წლიდან
ბამაკო, მალი, 1974 წლიდან
პიზა, იტალია, 1982 წლიდან [1]
უიგანი, დიდი ბრიტანეთი, 1988 წლიდან
სიოდერტელე, შვედეთი, 1998 წლიდან
სევილია, ესპანეთი, 2000 წლიდან
იანტაი, ჩინეთი, 2006 წლიდან
[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები
- ოფიციალური საიტი
- Angers Info
- Université d'Angers
- ESSCA
- Angers Airport
- Angers SCO Officiel Website
- The official website of Angers Tourist Information Centre
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Pisa - Official Sister Cities. Comune di Pisa. წაკითხვის თარიღი: 2008-12-16.
სტატიის