სედერტელიე
|
ქალაქი
|
სედერტელიე (შვედ. Södertälje) — ქალაქი შვედეთში, სტოკჰოლმის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წელს მისი მოსახლეობა 64 619 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი სტოკჰოლმიდან 30 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, აქ განლაგებულია სატვირთო მანქანების მწარმოებელი კომპანია Scania AB და წამყვანი ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca.
ისტორია [რედაქტირება]
ახ. წ. 600 წლამდე, მელარენის ტბა ზღვას უკავშირდებოდა. მიწის აწევის გამო, ტბა თანდათან ზღვას მოწყდა.
სახელი ტელიე (Telje) XI საუკუნეში იხსენიება. XVII საუკუნეში, სტოკჰოლმის ჩრდილოეთით დაარსებული ქალაქის სახელისგან გასარჩევად, სახელს წინ დაუმატეს სედერ (Söder სამხრეთი), ახლად დაარსებულ ქალაქს კი ნორ (Norrtälje ჩრდილოეთი).
XVIII საუკუნეში, ჩრდილოეთის დიდი ომისა და ეპიდემიების გამო განადგურებული ქალაქის მოსახლეობა 200 ადამიანს ძლივს აღემატებოდა.
ერაყის ომის დროს, სედერტელიე ბევრი ერაყელი ლტოლვილი გადმოსახლდა, უფრო მეტი, ვიდრე აშშ-სა და კანადაში ერთად.
სხვა მიგრანტები ძირითადად არიან ფინეთიდან, იუგოსლავიიდან და ჩილედან.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (შვედური) article Södertälje from Nordisk Familjebok (1919)
Official web of Södertälje