ცარსკოე-სელო
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ცარსკოე-სელო (რუს.: Ца́рское Село́; "მეფის სოფელი") — რუსეთის იმპერატორის ოჯახისა და მოწვეულ დიდგვაროვანთა ყოფილი რეზიდენცია 24 კმ-ში სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან. ამჟამად ქალაქ პუშკინის ნაწილი და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სანქტ-პეტერბურგის მონუმენტთა ჯგუფთან ერთად.
მე-17 საუკუნეში ეს მამული შვედ დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. მისი თავდაპირველი ფინური სახელი ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც "შემაღლებული მიწა". შესაძლოა ასევე წარმოებული იყოს ფინური სიტყვისგან "საარი" (კუნძული). მე-18 საუკუნეში რუსებმა იგი "სარსკოე-სელო"-დ გადააკეთეს, მოგვიანებით კი "ცარსკოე-სელო" დაარქვეს.
1708 წელს პეტრე დიდმა ეს მამული მის მეუღლეს - მომავალ იმპერატრიცა ეკატერინე I-ს - აჩუქა. მან კი თავის მხრივ აქ ბლაგოვეშენსკოეს ეკლესია დააფუძნა 1724 წელს და ადგილსაც ბლაგოვეშენსკოე დაარქვა, თუმცა ეს ხელოვნური სახელი ხმარებიდან მალევე გავიდა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ცარსკოე-სელო, პუშკინის სოფელი, ისტორიული ფაქტები ქალაქის შესახებ, რუკა, ამინდი, მარშუტები სანტ-პეტერბურგიდან
- ცარსკოე-სელოს სახელმწიფო მუზეუმი
- ცარსკოე-სელო 1910
- ცარსკოე-სელოს ფოტოტური
- ცარსკოე-სელოს სურათები. 2002
- ცარსკოე-სელოს, ბერნარდ ეჩოუს სურათები. 1931
|
||||||||||