აკერმანის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკერმანის ციხე
უკრ. Аккерманська фортеця

აკერმანის ციხე
კოორდინატები 46°12′03″ ჩ. გ. 30°21′02″ ა. გ. / 46.2011000° ჩ. გ. 30.3506000° ა. გ. / 46.2011000; 30.3506000
მდებარეობა ოდესის ოლქი, ბილჰოროდ-დნისტროვსკი

აკერმანის ციხე ცნობილია ასევე როგორც ბილჰოროდ-დნისტროვსკის ციხე (უკრ. Аккерманська фортеця) — XIII-XIV საუკუნეების ისტორიულ არქიტექტურული მონუმენტი. ის მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, ოდესის ოლქში, ბილჰოროდ-დნისტროვსკში. ისტორიული ბუჯაკის რეგიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტადელი
უკრაინული საფოსტო ბარათი ციხის გამოსახულებით
აკერმანის ციხის ვიდეო

ციხე აშენებულია შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული ანტიკური ბერძნული ქალაქის ტირას ნანგრევებზე, რომელიც IV საუკუნეს არსებობდა. თავიდან გუთების და შემდგომ ჰუნების მუდმივმა შეტევებმა ქალაქი გაანადგურა. ბერძნების შემდეგ ქალაქში ანტები, სლავები და ბულგარელები ცხოვრობდნენ.[1] X საუკუნის ისტორიკოსის მიხედვით ქალაქი კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით შედიოდა უნგრეთის სამეფოში და შემდეგ გალიჩ-ვოლინის სამთავროში სადაც მონღოლების შემოსევამდე რჩებოდა.

არ არის ცნობილი აკერმანის ციხე როგორ დაარსდა. დღეისთვის ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ის იყო გენუის რესპუბლიკის სავაჭრო ანკლავი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც პირველად XIII საუკუნესი დაარსდა. ტერიტორია ოქროს ურდოს მიერ იყო გარს შემორტყმული თუმცა გენუელებმა მოახერხეს მონღოლებთან მოლაპარაკება. ბილჰოროდი ოფიციალურად თათრული ქალაქი იყო, თუმცა ამს გენუელები მართავდნენ. ციხე დნესტრის შესართავს აკონტროლებდა.

მოლდავური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ქალაქი მოლდავეთის სამთავროს ქვეშ მოექცა მოლდაველებმა დაარქვეა Alba რაც სიტყვა სიტყვით თეთრ ვიტადელს ნიშნავს. XV საუკუნეში ქალაქი ნამდვილ მეტროპილისს წარმოადგენდა, სადაც დაახლოებით 20000 მოლდაველი, ბერძენი, გენუელი, სომეხი, ებრაელი და თათარი ცხოვრობდა. ეს ქალაქის ისტორიაში უდიდესი განვითარების პერიოდი იყო. ციხის ძირითადი არქიტექტურული ელემენტები 1440 წელს აშენდა. მას ქონდა 34 კოშკი, მათ შორიზ ზოგი ერთი 20 მეტრის სიმაღლის. ციხეს გარს შემორტყმული ქონდა ღრმა თხრილი. ციხე თეთრი კირქვით იყო აშენებული და გამოიყენებოდა ტრადიციულად (კვერცხი, დამსხვრეული მარმარილო ...) დამზადებული დუღაბი.

XV საუკუნის მეორე ნახევარში მოლდოვის სამთავრო მოიცვა შიდა ომებმა, რომელიც სხვა და სხვა ფრაქციების ურთიერთ დაპირისპირებით იყო გამოწვეული. 1451 წელს მეფე ბოგდან II-ს ჩასაფრება მოუწყო და მოკლა მისმა ძმამ პეტერ აარონმა. 1457 წელს მოლდოვას გვირგვინი ბოგდან II-ს ვაჟმა შტეფან III დიდმა ბიძაშვილის ვლახეთის მმართველის ვლად III ცეპეშის დახმარებით მოიპოვა. ამის შემდეგ აკერმანის ციხე იყო ქვეყნიოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მთავარი სიმაგრე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. ამ პერიოდში აშენდა ციხის ძირითადი კარიბჭე რომელიც დღემდეა შემორჩენილი და განთავსდა მუდმივი გარნიზონი.

ოტომანების პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV საუკუნეში ოსმალეთის იმპერია გამუდმებით ცდილობდა ციხის ხელში ჩაგდებას. მნიშვნელოვანი ალყა მოეწყო 1484 წლის აგვისტოში, როდესაც ციხეს ბაიაზიდ II-ის 30000-ინმა არმიამ ყირიმის ხანის 50000-იანი არმიის და 100 დიდი გემის მხარდაჭერით ალყა შემოარტყა. 9 დღიანი ალყის შემდეგ ციხე დაეცა. 1485 წელს შტეფან III დიდმა უშედეგოდ სცადა ციხის დაბრუნება. შემდგომი 3 საუკუნის განმავლობაში ციხე ოსმანთა ხელში დარჩა.

ოსმალებმა ციხე ჩრდილოეთში მათ დასაყრდენ სიმაგრედ აქციეს, რომელსაც ზაპოროჟის კაზაკები გამუდმებით უტევდნენ. ოსმალების ხელში ციხე მრავალჯერ გადაკეთდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით განახლება ჩაუტარდა. 1657 წელს მელექ აჰმედ-ფაშამ ციხე მნიშვნელოვნად გააძლიერა. 1707 წელს ოსმალებმა მოიწვიეს ფრანგი ინჟინრები რომლებმაც გაკეთეს ახალი ბასტიონის ხაზი. 1756 წლამდე ციხის განახლება თითქმის ყოველწლიურად ხდებოდა.

1770 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ციხეში რუსეთის იმპერიის არმია შეიჭრა. 1774 წელს ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით ჯარმა ციხე დატოვა. 1789 წელს ციხე დონის კაზაკებმა მიხეილ კუტუზოვი-ის მეთაურობით აიღეს. შემდეგ წელს კუტუზოვი დაინიშნა ციხის გამგებლათ, თუმცა ამლევე მოუწია პოსტის დატოვება, რადგან შეთანხმებით რუსეთსა და ოსმალეთს შორის საზღვარი დნესტრზე დადგინდა.

ოსალური პერიოდ საბოლოოდ 1812 წელს დასრულდა, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომის შემდგომი ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით ბესარაბიის სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილი პრუტიდან დნისტრამდე იგივე ისტორიული ბუჯაკი რუსეთის იმპერიას გადაეცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Karyshkovskij, Petr O.; Kleiman, Isaac B. (1994) The City of Tyras: A Historical and Archaeological Essay. Odessa: Polis Press. ISBN 9785770745313.