ტირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტირის ნანგრევები
ტირა და ძველი ბერძნული კოლონიები შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში

ტირა, ტირასი — ანტიკური ქალაქი. დააარსეს მილეტიდან გადმოსახლებულებმა მდინარე დნესტრის დასავლეთ ნაპირას ძვ. წ. VI საუკუნეში. ტირა ავტონომიური მონათმფლობელური სახელმწიფო - პოლისი იყო. დაახლ. ძვ. წ. 360 წელს საკუათარი მონეტების ემისია დაიწყო. იმპერატორ ავგუსტუსის დროს დაემორჩილა რომს. მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი იყო იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებთან. ტირა ვაჭრობდა შავიზღვისპირეთის მრავალ ქალაქთან. გვიანდელ ანტიკურ და ადრინდელ შუა საუკუნეების პერიოდში ტირაში დასახლდნენ მეზობელი ტომები. მათ შორის სლავები, რომლებაც ტირას დაარქვეს ბელგოროდი (1484 წლიდან – აკერმანი, 1944 წლიდან – ბელგოროდ-დნესტროვსკი). არქეოლოგიური ძიებანი დაიწყო XX საუკუნის დამდეგიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტირა&oldid=4600932“-დან