ადუედააძიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადუედა აძიჟი)
ადუედააძიჟი
კოორდინატები: 42°58′21″ ჩ. გ. 41°45′26″ ა. გ. / 42.97250° ჩ. გ. 41.75722° ა. გ. / 42.97250; 41.75722
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2411 
ფართობი 0,32 კმ²
მოცულობა 0,00948 კმ³
საშუალო სიღრმე 29,6 
მაქსიმალური სიღრმე 64 
აუზის ფართობი 2,3 კმ²
გამომდინარე მდინარე ადუედა
ადუედააძიჟი — საქართველო
ადუედააძიჟი
ადუედააძიჟი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ადუედააძიჟი

ადუედააძიჟი[1]მყინვარული ცირკის ტიპის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ-ზე. უჭირავს მყინვარული ცირკის ძირი. ზედაპირის ფართობი 0,32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9,48 მლნ. მ³.[3] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გეგმაში ტბას ოვალური მოხაზულობა აქვს; გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. ნაპირები დაუნაწევრებელია.[3] უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16–18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.
  2. ადუედააძიჟი | უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  3. 3.0 3.1 3.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.