შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

დორის მეი ლესინგი
დორის მეი ლესინგი
დორის მეი ლესინგი — ინგლისელი მწერალი-ფანტასტი, 2007 წლის 11 ოქტომბერს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. აქტიური ფემინისტი. ხუთი რომანის ავტორი სერიიდან „კანოპუსი არგოსში“ (1779-1982), რომლებშიც ძლიერ ცივილიზაციებს შორის ბრძოლაში სუსტი ადამიანის პასიური მონაწილეობის ფილოსოფიური პრობლემატიკის განსხვავებული თვალსაზრისებია მოცემული. ნობელის კომიტეტის განმარტებით ეს პრემია „ქალური გამოცდილების ეპოსის“ შექმნისთვის მიენიჭა.

სიახლეები

ჰან კანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


11 ოქტომბერი — ამ დღეს...

აპოლო 7-ის წევრები
აპოლო 7-ის წევრები
  • 1783 : რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.
  • 1811 : მსოფლიოში პირველი ორთქლმავალი ბორანი იწყებს მოქმედებას მდ. ჰუდზონზე ნიუ-იორკში.
  • 1850 : ავსტრალიის უძველესი სიდნეის უნივერსიტეტი დაარსდა სამი პროფესორითა და 24 სტუდენტით.
  • 1968 : ნასამ პირველი წარმატებული ადამიანით მართული კოსმოსური მისია აპოლო 7-ს (წევრები სურათზე) გაშვება განახორციელა.
  • 1986 : ცივი ომირეიკიავიკში აშშ-ის პრეზიდენტი რ. რეიგანი და სსრ კავშირის ლიდერი მ. გორბაჩოვი შეხვდნენ.
  • 1987 : ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით ვაშინგტონში 200 000-იანი დემონსტრაცია მოეწყო.
  • 1994 : რუსეთის რუბლი დოლართან მიმართებაში კატასტროფულად გაუფასურდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი