შინაარსზე გადასვლა

ჰოსტომელის აეროპორტის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოსტომელის აეროპორტის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

ჰოსტომელის აეროპორტი 2007 წელს
თარიღი 24–25 თებერვალი, 2022 (1 დღე)
მდებარეობა ანტონოვის აეროპორტი, ჰოსტომელი, კიევის ოლქი, უკრაინა
50°35′27″ ჩ. გ. 30°12′27″ ა. გ. / 50.59083° ჩ. გ. 30.20750° ა. გ. / 50.59083; 30.20750
შედეგი

ბუნდოვანი

  • რუსულმა ძალებმა დაიკავეს აეროპორტი
  • უკრაინელთა განცხადებით, აეროპორტი გამოსაყენებლად ძლიერ დაზიანდა[1]
  • ან-225 განადგურდა[2][3][4]
  • 19 მარტს რუსულმა მხარემ აეროპორტის დატოვების შესახებ განაცხადა[5]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი

რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის ეროვნული გვარდია

  • 141-ე მოტორიზებული პოლკი
უკრაინის დროშა უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის ეროვნული გვარდია[10]

  • მე-4 ოპერატიული დანიშნულების ბრიგადა[10]

უკრაინის უშიშროების სამსახური

ძალები
პირველი ტალღა
  • 20–34 შვეულმფრენი
  • ასიდან რამდენიმე ასეულამდე მედესანტე
  • სულ მცირე 2 სუ-25

მეორე ტალღა

  • 200 შვეულმფრენი (რუსეთის თანახმად)[13]
  • მრავალი ტანკი და ჯავშანმანქანა
  • სახმელეთო ჯარების უცნობი რაოდენობა
  • სახმელეთო ჯარების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების უცნობი რაოდენობა
  • რამდენიმე ბმ-21 (რუსეთის თანახმად)
  • სულ მცირე 2 სუ-24
  • რამდენიმე მიგ-29[14]
  • სულ მცირე 2 მი-24
დანაკარგები
რუსეთის თანახმად:
არცერთი (მეორე ტალღის დროს)[13]
უკრაინის თანახმად:
რამდენიმე ჩამოგდებული შვეულფრენი[15][14]
რუსეთის თანახმად:
200 მოკლული[13]
უკრაინის თანახმად:
უკრაინის ეროვნული გვარდიის რამდენიმე დატყვევებული წევრი
ჰოსტომელის აეროპორტის ბრძოლა ვიკისაწყობში

ჰოსტომელის აეროპორტის ბრძოლა, ასევე ცნობილია როგორც ანტონოვის აეროპორტის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისას დაიწყო. მისი მიზანი იყო ანტონოვის აეროპორტზე კონტროლის დამყარება ამ უკანასკნელის სტრატეგიული ღირებულების გამო.[16]

ჰოსტომელის ანუ ანტონოვის აეროპორტი მსხვილი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტია, რომელიც ქალაქ ჰოსტომელში, უკრაინის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. აეროპორტი ეკუთვნის და იმართება სახელმწიფო საწარმო „ანტონოვის“ მიერ, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი აეროკოსმოსური და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპანიაა. ჰოსტომელის აეროპორტში იყო ბაზირებული ან-225 „მრია“, მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი,[17][18] აგრეთვე უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გამოიყენებოდა ასაფრენ-დასაჯდომ ზოლად.

რამდენადაც ჰოსტომელი კიევიდან სულ 10 კმ-ში მდებარეობს და დედაქალაქთან სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისთვის.[8] უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (სი-აი-ეი) რუსეთის თავდასხმის მსგავსი გეგმების შესახებ მოიპოვა ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი უკრაინას 2022 წლის იანვარში ეწვია და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ რუსეთი შეეცდებოდა ანტონოვის აეროპორტის დაკავებას, ამით კიევთან სწრაფი წვდომის საჰაერო ხიდის შექმნას და საბოლოოდ „მთავრობის დამხობას“.[19] ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები ამგვარი სწრაფი ოპერაციის შედეგად უკრაინაში არეულობას მოელოდნენ, რაც უკრაინული არმიის მარცხს გამოიწვევდა და რუსეთს მარიონეტული მთავრობის დასმის შესაძლებლობას მისცემდა. „Madison Policy Forum“-ის ანალიტიკოსის ჯონ სპენსერის აზრით, ეს რუსეთის სამხედრო გამარჯვებას უზრუნველყოფდა, თუმცა, სავარაუდოდ, გამოიწვევდა მასიურ ამბოხებას უკრაინელთა მხრიდან.[20] საერთო ჯამში, სი-აი-ეის გაფრთხილებამ უკრაინის სამხედრო სამსახურებს ანტონოვის აეროპორტზე შესაძლო თავდასხმისათვის მომზადების საშუალება მისცა.[18][21]

2022 წლის 24 თებერვლის დილით, 20-დან 34-მდე რუსული შვეულმფრენი ჩავიდა ჰოსტომელში, კიევის გარეუბანში, ანტონოვის აეროპორტის დასაკავებლად, რათა შეექმნათ საჰაერო ხიდი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის შეკრება კიევიდან 10 კმ-ზე ნაკლებში. შვეულმფრენების საბრძოლო წყობა შედგებოდა მი-8-ებისგან, რომელთა ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო ასიდან რამდენიმე ასეულამდე რუსი მედესანტე ჯარისკაცი; მათ ესკორტირებას უწევდნენ მოიერიშე შვეულმფრენები კა-52. მეტედასტეები, სავარაუდოდ, მიეკუთვნებოდნენ მე-11 საგვარდიო სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას[8][22] ან/და 31-ე საგვარდიო სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას.[10] ეს ფაზა ვიდეოზე გადაიღეს როგორც სამოქალაქო პირებმა, ისე ჯარისკაცებმა. დაბლა ფრენით რუსული შვეულმფრენები აეროპორტს მიუახლოვდნენ მდინარე დნეპრის მხრიდან და მაშინვე მოყვნენ უკრაინული მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღებისა და ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ცეცხლის ქვეშ. საპასუხოდ რუსულმა შვეულმფრენებმა მანათობელი რაკეტები გაუშვეს. დაფიქსირდა რამდენიმე მი-8-ზე მიყენებული დარტყმა და წყალში ჩავარდნა.[14] ჩამოაგდეს სულ მცირე ერთი კა-52; მისმა ორმა პილოტმა კატაპულტირება მოახდინა.[8][23] აეროპორტის რაკეტებით დამუშავებით შვეულმფრენებმა მედესანტეებს გადმოსხდომის საშუალება მისცეს;[20][18] მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო ცეცხლმა წარმატებით დააზღვია გადასხდომა, მათ ვერ შეძლეს აეროპორტის გარშემო უკრაინელთა თავდაცვისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიტანა.[18]

რუსი მედესანტეები აეროპორტში

გადმოსხდომის შემდეგ, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ნაწილებმა დაიწყეს აეროპორტის აღება. თავდაპირველად რუსულმა ძალებმა შეძლეს აეროპორტის დაკავება,[8] მაგრამ მალევე აქ დისლოცირებული უკრაინის ეროვნული გვარდიის მცირე ჯგუფის კონტრშეტევა მიიღეს.[10] რუსების ეს წარმატება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უკრაინელი სამხედოებისათვის რუსების თავდაპირველი თავდასხმის სისწრაფე მოულოდნელი აღმოჩნდა, მიუხედავად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გაფრთხილებისა.[18] ამის შემდეგ მედესანტეები მოემზადნენ რუსეთიდან 18 სტრატეგიულ თვითმფრინავ ილ-76-ის მისაღებად, რომლის ბორტზე ახალი დამატებითი ძალები იყვნენ.[24] მალევე ისინი ადგილობრივებმა და სპეციალური დანიშნულების მე-3 პოლკმა ალყაში მოაქცია.[10] ბრძოლის „კრიტიკულ მომენტში“,[10] უკრაინის ოპერატიული დანიშნულების მე-4 ბრიგადამ, რომელსაც დახმარებას უწევდნენ უკრაინის საჰაერო ძალები,[10] მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყო.[8]

რუსული კა-52-ის მუშაობა ჰოსტომელის აეროპორტთან

ჯავშანტექნიკის არქონის გამო, რუსული ძალები დამოკიდებულნი იყვნენ საჰაერო მხარდაჭერაზე, რათა თავიდან აერიდებინათ უკრაინელთა წინსვლა. უკრაინულ პოზიციებს ორი რუსული სუ-25 უტევდა. უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, რომლებიც რუსეთის პირველ სარაკეტო დარტყმას გადაურჩნენ, მონაწილეობა მიიღეს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერით უზრუნველყოფაში; მათ შორის იყო მინიმუმ ორი სუ-24 და მიგ-29.[8]

უკრაინელებმა კონტრშეტევის დასახმარებლად მალევე აეროპორტში დამატებითი ჯარები გადაისროლეს. მათ შორის იყო ქართული ლეგიონი[12] და სადესანტო-საიერიშო ჯარების ქვედანაყოფები.[9] მიმდინარე ბრძოლების გამო რუსულმა ილ-76-მა ვერ შეძლო დაჯდომა და, სავარაუდოდ, უკან გაბრუნება მოუწია.[24]

აეროპორტის გარშემორტყმის შემდეგ, უკრაინელებმა საღამოსთვის შეძლეს რუსული ძალების განდევნა. გადარჩენილმა რუსმა მედესანტეებმა აეროპორტის გარეთ ტყისკენ დაიხიეს.[8][25][26][27][28] ქართულის ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ გაქცეულ მედესანტეებს თავისი მანქანით დაედევნა და ბრძოლაში მის შენაერთს საბრძოლო მასალა გაუთავდა.[12] ოპერატიული დანიშნულების მე-4 ბრიგადამ თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა ჯარისკაცების სურათი, რომელზეც ისინი ზეიმობდნენ გამარჯვებას და ხელში ტყვიებით დაცხრილული უკრაინის დროშა ეკავათ.[10]

ან-225 „მრია“, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი, აეროპორტში იყო განთავსებული ბრძოლის საწყისი ფაზის დროს. თავდაპირველად კომპანია ანტონოვის პილოტმა დაადასტურა, რომ მიუხედავად ბრძოლისა ის არ დაშავებულა.[29] თუმცა, 26 თებერვალს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ან-225 რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა.[4][30]

2022 წლის 25 თებერვალს ბელარუსიდან შეჭრილმა რუსეთის სახმელეთო ჯარებმა აეროპორტზე კონტროლი მას შემდეგ აიღეს, რაც ნაწილობრივ გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა ივანკივისათვის ბრძოლაში.[22][31] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად,[32] აეროპორტის დაკავება ოპერაციის შედეგად, რომელშიც ჩართული იყო დაახლოებით 200 შვეულმფრენი. გაჟღერდა 200-მდე დაღუპული უკრაინელისა და რუსული მხარის უმსხვერპლობის შესახებ.[13] ამგვარ მტკიცებას სკეპტიციზმით შეხვდნენ, ტიმურ ოლევსკიმ, ჟურნალისტმა, რომელიც ბრძოლის მოწმე იყო, პირდაპირ უარყო ეს განცხადება.[8][22] რუსული სახმელეთო ჯარები გამაგრდნენ ჰოსტომელში და ქალაქის შიგნით დაიწყეს საგუშაგოების დაკომპლექტება. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინელ დამცველებს რუსეთის სახმელეთო ჯარების თავდასხმამდე შესაძლოა გაენადგურებინათ აეროპორტი.[8]

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად უარყო, რომ აეროპორტი სრულად დაიკავეს რუსულმა ძალებმა და განაცხადა, რომ ის „ხელიდან ხელში გადადიოდა“ და ბრძოლა გრძელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადება უკრაინელების მასიური მსხვერპლის შესახებ იყო „აბსოლუტური სიცრუე“,[33] უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აეროდრომი ძალიან მძიმედ იყო დაზიანებული რუსების მიერ გამოსაყენებლად.[1] მოგვიანებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსული ძალები აკონტროლებდნენ აეროპორტს.[34]

განადგურებული ან-225 რუსული ჯარების გასვლის შემდეგ

მიუხედავად აეროპორტზე კონტროლის დაკარგვისა, უკრაინული ძალები ჰოსტომელში აგრძელებდნენ ბრძოლას რუსული დანაყოფების წინააღმდეგ. თვითმხილველებმა ჩაწერეს ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ იწვოდა შორ მანძილზე რუსული სატანკო კოლონა და როგორ ისროდნენ რუსული პოზიციების მიმართულებით უკრაინული მი-24-ები რაკეტებს.[8] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა კიევში გადაისროლეს ბმ-21 „გრადები“, რათა დაებომბათ რუსული ჯარები, რომლებმაც აეროპორტი დაიკავეს.[35] ტიმურ ოლევსკის აზრით, როგორც რუსების, ისე უკრაინელების მსხვერპლი შეიძლებოდა ასეულობით ყოფილიყო.[36]

2022 წლის 26 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინული ალფა ჯგუფის ქვედანაყოფებმა ჰოსტომელის მახლობლად რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურეს.[37][38] სოფია ფედინა, უმაღლესი რადის წევრი, ამტკიცებდა, რომ რუსულმა სპეცნაზმა უკრაინის ეროვნული გვარდიის ზოგიერთი წევრი ტყვედ აიყვანა და მათი ფორმები გადაიცვეს. მან უკრაინის მოქალაქეებსა და მებრძოლებს მხოლოდ უკრაინულად საუბრისკენ მოუწოდა, რათა დახმარებოდნენ რუსი დივერსანტების იდენტიფიცირებაში.[39][40][41]

27 თებერვლის მდგომარეობით, აეროპორტი კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩებოდა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებმა სამხრეთით, ქალაქ ბუჩასა და ირპინში გადაინაცვლა.[42] უკრაინული ძალები აცხადებდნენ, რომ რუსეთის წინსვლა ბუჩასა და ირიპინში შეაჩერეს, ამავდროულად აგრძელებდნენ ჰოსტომელში რუსულ ძალებთან ბრძოლას, თუმცა სიტუაცია, როგორც ჩანს, უფრო დაძაბული ხდებოდა ამ უკანასკნელში.[43][44][45][46] 2022 წლის 27 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა სავარაუდოდ რუსული ძალების ხელში ჩაგდებული საუბარი ჰოსტომელში, სადაც ლაპარაკობდნენ მსხვერპლის შესახებ და მოითხოვდნენ ევაკუაციას.[47][48] იმავე დღეს, უკრაინულმა ძალებმა აეროპორტი არტილერიით დაბომბეს და განაცხადეს, რომ გაანადგურეს მრავალი რუსული ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება და პირადი შემადგენლობა.[49][50][51]

მეორე დღეს კიევზე შტურმის მოსამზადებლად აეროპორტში ჩავიდა 40 მილის (64 კმ-ის) სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა.[52][53]

28 მარტის მდგომარეობით, თანამგზავრულ სურათებზე არ ფიქსირდებოდა რუსული ძალების აეროპორტში ყოფნა.[54] 29 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ფომინმა კიევის მიმართულებიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა,[5] მათ შორის ჰოსტომელის აეროპორტის დატოვებაზეც.[55]

2 აპრილისთვის უკრაინულმა მხარემ კიევის მიმართულებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ მთლიანად აღადგინა კონტროლი ჰოსტომელის აეროპორტზე.[56] ნაჩქარევი გასვლის დროს რუსულმა ძალებმა თავისი აღჭურვილობის დიდი ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი უკრაინელებმა უვნებელ მდგომარეობაში ჩაიგდეს ხელში. კიდევ სხვა ნაწილი საარტილერიო დარტყმების შედეგად განადგურდა. საერთო ჯამში, რუსულმა მხარემ ჰოსტომელის აეროპორტთან დაკარგა 7 შეჯავშნული საბრძოლო მანქანა, 23 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 3 ჯავშანტრანსპორტიორი, 1 საზენიტო ქვემეხი, 2 საველე არტილერიის დანადგარი, 3 შვეულმფრენი, 67 სატვირთო მანქანა, ავტომობილი და ჯიპი.[18]

  1. 1.0 1.1 „Ukraine asks for fighters of all ages, reports city lost, but successes elsewhere“. The Times of Israel (ინგლისური). 2022-02-25. OCLC 969749342. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  2. Guy, Jack (28 თებერვალი 2022) [2022-02-27]. „World's largest plane destroyed in Ukraine“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2022. ციტატა: „The enormous aircraft, named 'Mriya,' or 'dream' in Ukrainian, was parked at an airfield near Kyiv when it was attacked by 'Russian occupants,' Ukrainian authorities said, adding that they would rebuild the plane. 'Russia may have destroyed our 'Mriya'. But they will never be able to destroy our dream of a strong, free and democratic European state. We shall prevail!' wrote Ukrainian Foreign Minister Dmytro Kuleba on Twitter. There has been no independent confirmation of the aircraft's destruction. A tweet from the Antonov Company said it could not verify the 'technical condition' of the aircraft until it had been inspected by experts.“
  3. „Russia destroys world's largest transport aircraft Ukraine used for humanitarian flights“. The Times of Israel. 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 Tabahriti, Sam. „World's largest cargo aircraft was destroyed during a Russian attack on an airfield, Ukrainian minister says“. Business Insider. OCLC 1076392313. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  5. 5.0 5.1 Qena, Nebi; Karmanau, Yuras. „Moscow says it will curb assault on Kyiv, Chernihiv; Russian troops seen withdrawing“. www.timesofisrael.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-01.
  6. Ukrainian Troops Retake Key Airport From Russian Paratroopers (25 თებერვალი, 2022). ციტირების თარიღი: 2022-02-25
  7. Clark, Mason; Barros, George; Stepanenko, Kateryna. Russia-Ukraine Warning Update: Initial Russian Offensive Campaign Assessment. American Enterprise Institute (2022-02-24). ციტატა: „Ukrainian forces are currently contesting the Hostomel military airport, 20 km northwest of Kyiv, against Russian VDV (airborne) troops likely from the 31st Guards Air Assault Brigade as of 9:30 pm local time after several unsuccessful counterattacks earlier in the day.“ ციტირების თარიღი: 2022-03-01
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 Roblin, Sebastien (27 თებერვალი, 2022). „Pictures: In Battle For Hostomel, Ukraine Drove Back Russia’s Attack Helicopters And Elite Paratroopers“. 19FortyFive. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 Marson, James (2022-03-03). „Putin Thought Ukraine Would Fall Quickly. An Airport Battle Proved Him Wrong“. The Wall Street Journal (ინგლისური). Dow Jones & Company. eISSN 1042-9840. ISSN 0099-9660. OCLC 781541372. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-07. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 10.8 Andrew McGregor. (8 მარტი, 2022) Russian Airborne Disaster at Hostomel Airport. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  11. Andy Blatchford (24 მარტი, 2022). „Band of others: Ukraine’s legions of foreign soldiers are on the frontline“. Politico. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. 12.0 12.1 12.2 Wendell Steavenson (15 მარტი, 2022). "I'll stay until Putin’s dead or the war is over": the Americans fighting for Ukraine“. Economist. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 „Russia says 200 Ukrainians 'eliminated' in airbase siege“. BBC News. 2022-02-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  14. 14.0 14.1 14.2 Cooper, Tom (25 თებერვალი, 2022). „Russian Heliborne Assault on Antonov / Hostomel Airport seems to have Failed“. The Aviation Geek Club. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. Eydoux, Thomas (2022-02-24). „Images show Russian army 27 km from centre of Kyiv“. France24 (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  16. „Эксперт объяснил значение киевского аэродрома Гостомель для спецоперации“. MKRU. 25 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  17. CNN, By Jack Guy. „World's largest plane destroyed in Ukraine“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-01. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Stijn Mitzer; Joost Oliemans (13 აპრილი, 2022). „Destination Disaster: Russia's Failure At Hostomel Airport“. Oryx (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. Gordon, Michael R.; Pancevski, Bojan; Bisserbe, Noemie; Walker, Marcus (1 აპრილი, 2022). „Vladimir Putin's 20-Year March to War in Ukraine—and How the West Mishandled It“. The Wall Street Journal (ინგლისური). Dow Jones & Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  20. 20.0 20.1 Patrick J. McDonnell (10 აპრილი, 2022). „Russia lost the battle for Kyiv with its hasty assault on a Ukrainian airport“. LA Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  21. Andreas Rüesch (8 აპრილი, 2022). „Der Mythos von Russlands Elitetruppen wird in der Ukraine entzauber“ [The myth of Russia's elite troops is disproven in Ukraine]. Neue Züricher Zeitung (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  22. 22.0 22.1 22.2 Монгайт, Анна (2022-02-25). „Журналист из Киева рассказал о многочасовом бое за аэропорт Гостомеля“. TV Rain (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  23. Willis, Haley; Tiefenthäler, Ainara; Froliak, Masha (2022-02-24). „Russian helicopters attack an airport near Kyiv“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  24. 24.0 24.1 Aaron Patrick. (4 მარტი, 2022) Why Russia's military strategy is failing. Financial Review. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2022
  25. „Airport in Gostomel taken under control – Arestovich“. Perild. Perild. 24 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-24. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  26. Shull, Abbie (February 24, 2022). „Ukrainian and Russian forces have been fighting for hours over a critical airfield just outside Kyiv“. Business Insider (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-24. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  27. Trimble, Steve. „Bloody Day in Ukraine Ends With Russian Advances, Setbacks“. Aviation Week & Space Technology (ინგლისური). ISSN 0005-2175. OCLC 960324865. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2022.
  28. „Ukraine says Russian helicopters, aircraft dispatch paratroopers to Hostomel airport“. Reuters (ინგლისური). 2022-02-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  29. „Antonov An-225 Mriya is safe“. KEY.Aero. Key Publishing. 24 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-24. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  30. MAXAR Satellite image (jpg). Maxar Technologies. ციტირების თარიღი: 2022-03-01
  31. „Ukraine live updates: Kyiv warns of sabotage groups as curfew imposed“. BBC News. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  32. Doucet, Lyse (25 თებერვალი, 2022). „Ukraine conflict: Kyiv braces for Russian assault“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. ციტატა: „On Friday afternoon, Russia's defence ministry announced it had captured the Antonov airport, using 200 helicopters and a landing force in order to take the base to the north of Kyiv from Ukraine. Western intelligence officials warned earlier that Russia was building an "overwhelming force" to take control of the city.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  33. В Гостомеле два дня идут бои — МВД [Fighting has been going on in Gostomel for two days - Ministry of Internal Affairs]. Новое Время (რუსული). 2022-02-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  34. „What's the latest?“. BBC News (ინგლისური). 2022-02-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  35. „Ukrainian army fires BM-21 rockets at Hostomel airport held by the Russian special forces“. Army Recognition. 2022-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  36. Дзядко, Тихон (2022-02-25). „Бои за Киев, Сумы, аэродром Гостомеля и стрельба в Одессе: хроника второго дня войны в Украине“. TV Rain (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-26. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  37. „Ukrainian forces destroy convoy of 56 Chechen tanks, kill general near Kyiv – report“. The Times of Israel (ინგლისური). OCLC 969749342. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  38. „Russian invasion update: Ukrainian military destroy Kadyrov forces unit near Hostomel“ (ინგლისური). Ukrinform. 2022-02-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  39. „У Гостомелі російський спецназ захопив військову частину, солдати перевдягаються у форму Нацгвардії – нардепка“. Gordonua.com (უკრაინული). 2022-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-02-27.
  40. „Войска РФ завладели униформой Нацгвардии в Гостомеле, возможны провокации, максимально дезинформируйте диверсантов“. Censor.NET (რუსული). 2022-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-01. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  41. Российский спецназ захватил воинскую часть в Гостомеле [Russian special forces captured a military unit in Gostomel]. Segodnya (რუსული). 2022-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  42. „Latest Military Situation in Ukraine, 27 თებერვალი, 2022 (Map Update)“. Islamic World News (ინგლისური). 2022-02-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-03-01. ციტატა: „On February 27, the southern areas of Gostomel Airport, including Bucha and Irpin, witnessed one of the heaviest battles in the past four days between Russian and Ukrainian forces. Russian forces trying to block the western entrances to the city of Kiev by advancing in this area.“
  43. ТИЩЕНКО, КАТЕРИНА (27 თებერვალი, 2022). „Войска РФ пытались прорваться в Бучу, Ирпень и Гостомель, их остановили – Арестович“. pravda. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  44. Орлова, Віолетта (27 თებერვალი, 2022). „Бої за Ірпінь, Бучу, та Гостомель: що відбувається в цих населених пунктах на Київщині“. unian. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  45. Байков, Дмитрий (27 თებერვალი, 2022). „Российские войска прорвали оборону Киева со стороны аэродрома «Гостомель»“. rusplt. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  46. „Гостомель в облозі: пожежники й "швидка" не їдуть, 4 добу без світла, тепла і води, багато поранених“. espreso. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  47. Сергиенко, Юрий (27 თებერვალი, 2022). "Нас распи*дошили, нужно вытаскивать": перехвачены разговоры оккупантов, прорывавшихся в Гостомеле. Аудио 18+“. Obozrevatel. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  48. „«Одні 200-ті й 300-ті». СБУ оприлюднила розмову окупантів після битви у Гостомелі“. UA. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  49. „Нанесен удар по аэропорту Гостомель: личный состав и техника оккупанта уничтожены, - Госсвязи. ФОТО Источник:“. censor.net. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  50. Орлова, Виолетта (27 თებერვალი, 2022). „В Гостомеле артиллерия ВСУ разбомбила оккупантов и их технику (фото)“. unian. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  51. Орлова, Виолетта (26 თებერვალი, 2022). „В районе Гостомеля работает артиллерия оккупантов (фото)“. unian. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  52. Beech, Eric (2022-02-28). Ahmann, Tim (ed.). „Russian military convoy north of Kyiv stretches for 40 miles - Maxar“ (ინგლისური). Washington. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-01. ციტატა: „WASHINGTON, Feb 28 (Reuters) - Satellite images taken on Monday show a Russian military convoy north of the Ukrainian capital of Kyiv that stretches for about 40 miles (64 km), substantially longer than the 17 miles (27 km) reported earlier in the day, a U.S. private company said. Maxar Technologies (MAXR.N) also said additional ground forces deployments and ground attack helicopter units were seen in southern Belarus, less than 20 miles (32 km) north of the Ukraine border.“
  53. Quay, Grayson (2022-02-28). „17-mile-long Russian convoy reaches outskirts of Kyiv“. Yahoo! News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-03-01. ციტატა: „Per CNN, the convoy was originally identified on Sunday in satellite imagery provided by Maxar Technologies. At the time, it was approximately 40 miles from Kyiv. By around 11:00 a.m. on Monday, the convoy was positioned near Antonov air base, about 17 miles from the city center of Kyiv.“
  54. „Russia says it is changing its war aims in Ukraine“. The Economist. 28 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  55. Díaz (diazpez), Pablo (2022-03-31). „Hostomel Airport, Antonov An-225's destruction site, is abandoned by Russian forces“. Aviacionline.com (ესპანური). ციტირების თარიღი: 2022-04-01.
  56. „Amongst wreckage in Ukraine's Hostomel Airport“. BBC News (ინგლისური). 2 აპრილი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)