სუხოი სუ-24 იყო საბჭოთა კავშირის უძლიერესი ნებიერმიერი ამინდის თავდაცვითი და მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავი 1970-იან და 1980-იან წლებში. ითვლებოდა, რომ იგი აწყობილი იყო ამერიკული F-111 „Aardvark“-ის ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც საბჭოელებმა ვიეტნამის ომშიშპიონაჟით მოიპოვეს. ორადგილიანი, ორძრავიანი თვითმფრინავი აღჭურვილი იყო სსრკ-ის პირველი ინტეგრირებული ციფრული სანავიგაციო/თავდასხმის სისტემით. მრავალ ასპექტში სუ-24-ის კონფიგურაცია მსგავსია F-111-ის. ის დღემდე რჩება გამოყენებაში რუსეთის საჰაერო ძალებში და რამდენიმე ექსპორტიორ ქვეყანაში.