ხაიმე ლუსინჩი
ხაიმე ლუსინჩი | |
ვენესუელის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 თებერვალი, 1984 – 2 თებერვალი, 1989 | |
წინამორბედი | ლუის ერერა კამპინსი |
მემკვიდრე | კარლოს ანდრეს პერესი |
ვენესუელის სენატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 თებერვალი, 1989 – 13 აგვისტო, 1993 | |
დაბადებული | 27 მაისი, 1924 კლარინესი, ანსოატეგი, ვენესუელა |
გარდაცვლილი | 21 მაისი, 2014 (89 წლის) კარაკასი, ვენესუელა |
მეუღლე | გლადის კასტილიო (განქორწ.) ბლანკა იბანიესი |
პროფესია | ფიზიკოსი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ხელმოწერა |
ხაიმე რამონ ლუსინჩი (ესპ. Jaime Ramón Lusinchi) (დ. 27 მაისი, 1924, კლარინესი, ანსოატეგი — გ. 21 მაისი, 2014, კარაკასი) — ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწე. ვენესუელის პრეზიდენტი 1984–1989 წლებში.
სკოლა დაამთავრა ბარსელონაში. სწავლობდა ანდების უნივერსიტეტში ქალაქ მერიდაში, შემდეგ კარაკასის უნივერსიტეტში. მან ჩამოაყალიბა მარქსისტული ორგანიზაცია. რამდენიმეჯერე იყო დაპატიმრებული. 1952 წლიდან 5 წლიან ემიგრაციაშია, არგენტინაში, ჩილესა და აშშ-ში. 1959, 1963, 1968 და 1973 წლებში აირჩიეს კონგრესმენად ანსოატეგის შტატიდან, ხოლო 1974–1984 წლებში იყო სენატორი ანსოატეგიდან. 1984-1989 წლებში ქვეყნის მეთაურია. 1986 წელს მისი მმართველობის პერიოდში ვენესუელაში ჩავიდა რომის პაპი იოანე პავლე II. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაადანაშაულეს კორუფციაში და იძულებული გახდა გაქცეულიყო ჯერ კოსტა-რიკაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში.
გარდაიცვალა 2014 წლის 21 მაისს ფილტვის პრობლემების შედეგად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jaime Lusinchi — Official biography. (ესპანური)
- Jaime Lusinchi დაარქივებული 2012-03-10 საიტზე Wayback Machine. — Venezuelatuya.com (ესპანური)
- Extended bio by CIDOB Foundation დაარქივებული 2014-05-24 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Efemérides Venezolanas — Jaime Lusinchi დაარქივებული 2012-06-26 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)