შინაარსზე გადასვლა

წმინდა საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატიკანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ვატიკანის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

წმინდა საყდარი (ლათ. Sancta Sedes) — კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში, რომლის ეპისკოპოსიც არის რომის პაპი. წმინდა ეპარქია არის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპარქია და წარმოადგენს სრულიად კათოლიკური ეკლესიის ცენტრალურ მთავრობას. როგორც ასეთი, წმინდა ეპარქია დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წარმოადგენს მთლიანად კათოლიკურ ეკლესიას და არა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს. წმინდა ეპარქია აღიარებულია როგორც საერთაშორისო სამართლის სუვერენული ერთეული და სხვა სახელმწიფოებს მასთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა აქვთ.

თუმცა წმინდა ეპარქიას ხშირად (და შეცდომით) იხსენიებენ როგორც „ვატიკანს“, წმინდა ეპარქია ადრეული ქრისტიანობის ხანიდან მოყოლებული არსებობდა მაშინ როდესაც ვატიკანი მხოლოდ 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდგომ დაარსდა. ელჩები ოფიციალურად იგზავნებიან წმინდა ეპარქიაში და არა ვატიკანში (მაგალითად, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი წმინდა საყდართან).

წმინდა საყდრის ბეჭედი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: