წინასწარმეტყველება ეზეკიელისა
წინასწარმეტყველება ეზეკიელისა — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მრავალი იუდეველი უკვე ტყვედ წაიყვანა. ტყვეებს შორის არიან დანიელი და მისი სამი მეგობარი, რომლებიც ქალდეველების მეფის კარზე მსახურობენ. იუდეველების უმეტესობა მდინარე ქებარის მახლობლად, „ქალდეველთა მიწაზე“ ცხოვრობდა.
წიგნ „ეზეკიელის“ წერა ძვ. წ. 591 წელს დასრულდა; მასში მოთხრობილია 22 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. ეზეკიელი თავის წიგნში დაწვრილებით აღწერს მოვლენებს და აკონკრეტებს წინასწარმეტყველების დღეს, თვესა და წელს. „ეზეკიელის“ წიგნის პირველ ნაწილში ყურადღება მახვილდება იერუსალიმის დაცემასა და განადგურებაზე.
მეორე ნაწილი შეიცავს ისრაელის მეზობელი ერების წინააღმდეგ გამოტანილ სხვადასხვა განაჩენს. წიგნის ბოლო ნაწილში კი მოთხრობილია ღმერთის თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი.