ფილიმონის მიმართ ეპისტოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფილიმონის მიმართ)
წმინდა მოციქული პავლე

ფილიმონის მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლეთა რიგით ჩამონათვალში მას ბოლო, მე–13 ადგილი უკავია. ეპისტოლე შედგება მხოლოდ ერთი თავისაგან. იგი მიმართულია ქრისტიანული თემის ერთ-ერთ წევრის, ფილიმონის მიმართ. პავლემ ეპისტოლე ფილიმონს გაუგზავნა მისი ყოფილი მონის – ონისიმეს ხელით, რომელიც ფილიმონს გაექცა. ონისიმე რომში მოინათლა საპყრობილეში მყოფი მოციქულის ხელით და ახლა უკან ბრუნდებოდა პატრონთან. ეპისტოლე შეიცავს თხოვნას, რომ ფილიმონმა აპატიოს ონისიმეს დანაშაული და მიიღოს იგი, როგორც ქრისტესმიერი ძმა. ამასთანავე, პავლე მოციქული თავის თავზე იღებს ვალის გადახდას, თუ კი ონისიმეს რაიმე მართებს პატრონის. ამ ეპისტოლეში ჩანს, რომ რწმენასა და სიყვარულს შეუძლია შეაერთოს ის, რაც ცოდვამ გათიშა. ეპისტოლეში ჩანს მოციქულის თავაზიანობა, თავმდაბლობა და ქრისტიანული ძმათმოყვარეობა ფილიმონის და მისი ეკლესიის სამწყსოს მიმართ.

პავლე აუწყებს, რომ მომავალში, შესაძლოა, ის თავად ეწვიოს კიდეც ფილიმონს და ასევე სიყვარულით გადასცემს მოკითხვას სხვა მორწმუნეებისგან, კერძოდ, ეპიფრასის, მარკოზის, არისტარქეს, დემასის და ლუკასგან, რომლებიც მის თანაშემწეებს წარმოადგენენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]