წიგნი ლევიტელთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები


წიგნი ლევიტელთა, ლევიანნი (ბერძ. Λευιτικός, „Leuitikos“) — ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მესამე კანონიკური წიგნი. ტერმინი მომდინარეობს სეპტუაგინტის ბერძნული თარგმანიდან (Levitikón) და მის შინაარსზე მიუთითებს: წიგნში კულტთან და საკულტო მსახურებით დაკავებულ ადამიანებთან, ანუ ლევიელებთან დაკავშირებული ნორმებია აღწერილი. 27-ე თავის მცირე დასკვნითი ნაწილის გამოკლებით წიგნი ოთხ დიდ კანონად იყოფა:

  • Iმსხვერპლშეწირვათა კანონი: ამ წესთან დაკავშირებულ ნორმათა მრავალფეროვნებასა და მღვდელმსახურის არსებით ფუნქციებს აღწერს;
  • IIმღვდელმსახურთა კანონი: მღვდელმსახურის კურთხევა და დადგინება ლიტურგიის აღსრულებაში მის სამსხვერპლო ქმედებას ამზადებს;
  • IIIუმწიკვლობის კანონი: უმწიკვლობის გრანდიოზული სურათი ისრაელის წმინდა საკრებულოში მცხოვრებთა საყურადღებოდ;
  • IVსიწმიდის კანონი: სიწმინდე ღმერთის უმთავრესი თვისებაა, თუმცა ეს თვისება მისმა რჩეულმა ხალხმაც უნდა შეიძინოს და განიცადოს და ამგვარად უნდა დასცილდეს უწმინდურსა და წარმართულს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიწმინდის სამ ტიპს: საზოგადოებრივს, საკულტოსა და საერო სიწმინდეს. ლევიტელთა წიგნში საკრებულოსა და მღვდელმსახურთათვის მოცემულ წესთა ზედმიწევნით დაცვა ისრაელი ხალხის უბიწო, წმინდა და მომთხოვნ ღმერთთან ახლო ურთიერთობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად:

იყავით წმიდანი, რაკი მე, უფალი, ვარ წმიდა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]