წიგნი ნეემიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები


წიგნი ნეემიასი, ნეემია (ნიშნავს „ღმერთი ანუგეშებს“) — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეთექვსმეტე კანონიკური წიგნი. ბაბილონის გადასახლების მძიმე გამოცდის შემდეგ იუდაური საკრებულოს აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ეზრასთან ერთად. ნეემიას საქმიანობა აღწერილია ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნში, რომელიც თვით ნეემიას სახელს ატარებს (წიგნის 13 თავი სამ ნაწილადაა დაყოფილი) და თავდაპირველად ეზრას წიგნთან ერთად ერთ ლიტერატურულ მთლიანობას შეადგენდა. დაახლოებით 445 წელს ქრისტეს შობამდე იერუსალიმში დაბრუნებულმა და მმართველად დანიშნულმა ნეემიამ (ნეემ. 5:1) იერუსალიმის გალავანი აღადგინა (ნეემ. 2:11-4:17) და ქალაქის დაცვასა და მასში მოსახლეობის დაბრუნებას უხელმძღვანელა (ნეემ. 7:1-72). ნეემია ნაწარმოებში თავს იჩენს როგორც ენერგიული, უანგარო, ლოცვისაკენ მიდრეკილი პიროვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]