ჩვეულებრივი უხრავი
უხრავი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ostrya carpinifolia Scop., 1772 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194280 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი უხრავი, რცხილაფოთოლა უხრავი (ლათ. Ostrya carpinifolia) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. პატარა ან საშუალო (15–20 მ) ზომის ხეა, ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს.[1] აქვს მუქი მურა ან მუქი რუხი ფერის, ოდნავ დახეთქილი ქერქი. ნორჩი ყლორტები მურა ფერისაა, გრძელი ბეწვებით შემოსილი. ნორჩი ფოთლები მთლიანად ბეწვით არის შემოსილი, ფოთლის ფირფიტა ფორმით მოგრძოკვერცხისებურია, კიდეზე ორმაგხერხკბილა. კვერცხის ფორმის კაკალი მთლიანად არის დაფარული ბუშტისებური საბურველით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში.[2] საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში,[1] ქართლის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში.[2] სითბოს მოყვარული და საკმაოდ ჩრდილის ამტანია.[1] იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში,[2] კარბონატულ ნიადაგზე, იტანს მის სიმშრალეს. უხვად იძლევა ძირკვის ამონაყარს, ცოცხლობს 100 წლამდე. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. დეკორატიული ხეა.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ყვავილედი
-
ნაყოფი
-
საერთო ხედი
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 202.
- ↑ 2.0 2.1 2.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 88.